მთავარისიახლეებისაზოგადოება"კარგი იქნებოდა, წინასწარი კონსულტაცია გამართულიყო და წევრობაზე შეთანხმება ორმხრივად მომხდარიყო"- არჩილ თოდუა

“კარგი იქნებოდა, წინასწარი კონსულტაცია გამართულიყო და წევრობაზე შეთანხმება ორმხრივად მომხდარიყო”- არჩილ თოდუა

Published on

მერის მრჩეველთა საბჭოს შემადგონლობას ტოვებს „ საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“  ზუგდიდის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი არჩილ  თოდუა, რომელიც ამბობს, რომ საქრთველოში არ იმყოფება და არ იცოდა ამის შესახებ.თოდუაც იმ წევრთა შორის იყო, ვინც  მიმდინარე წლის მაისში მუნიციპალიტეტების გაერთიანების გამო სათათბირო პროტესტის ნიშნად დატოვა.„მისასალმებელია, რომ მერმა ჩათვალა საჭიროდ ჩვენი წევრობა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოში, თუმცა ცხადია, კარგი იქნებოდა, წინასწარი კონსულტაცია გამართულიყო და წევრობაზე შეთანხმება ორმხრივად მომხდარიყო. ცხადია, ორგანიზაცია მზად არის გარკვეულწილად ითანამშრომლოს საბჭოსთან, მიაწოდოს რეკომენდაციები და საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური კვლევებიც ჩაატაროს იმისთვის, რომ საბჭომ ეფექტიანი და მოსახლეობის კეთილდღეობაზე გათვლილი წინადადებები შესთავაზოს მერს“- განაცხადა არჩილ თოდუამ

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...