მთავარისიახლეებისაზოგადოება„ძალა ერთობაშია“ აქტივისტები კასპის მერს ხელის შეშლაში ადანაშაულებენ

„ძალა ერთობაშია“ აქტივისტები კასპის მერს ხელის შეშლაში ადანაშაულებენ

Published on

სამოქალაქო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ აქტივისტები ამ წუთებში ცენტრალური ავტომაგისტრალის ყარაფილას მონაკვეთზე იკრიბებიან. ისინი კასპის მუნიციპალიტეტის მერს მათი საქმიანობის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ.
დავით ქაცარავას განცხადებით, მერმა მათ სოფელ ყარაფილას და იმ შენობის დატოვება მოსთხოვა, სადაც სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტები იყვნენ დაბანაკებული. „ძალა ერთობაშია“ აქტივისტები საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფლებში უკვე ხუთი თვეა მშვიდობიან, სამოქალაქო პატრულირებას ახორციელებენ.„ჩვენ შევხვდით დღეს მერს, მანუჩარ მერებაშვილს. მან განაცხადა, რომ ყველა ობიექტებიდან უკანონოდ შესულმა მოქალაქეებმა უნდა დატოვონ შენობები. მიუხედავად ჩვენი სიტყვიერი შეთანხმებისა მუნიციპალიტეტთან, დღეს დაგვატოვებინა შენობა. ამას ჩვენ ვუკავშირებთ იმას, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას დისკომფორტს უქმნის ჩვენი საქმიანობა. ამას წინ უძღოდა შსს-ს მიერ უარის თქმა კონტეინერის დადგმაზე, რომელშიც ჩვენი საგუშაგო იქნებოდა განთავსებული. უარის არაოფიციალურ მიზეზად დასახელდა ის, რომ ეს გააღიზიანებდა რუს ოკუპანტებს. ჩვენ დღეს ამ გადაწყვეტილებას მშვიდობიანი აქციით გავაპროტესტებთ. ჩვენ არ შევწყვეტთ პატრულირებას“, – აცხადებს დავით ქაცარავა პირველ არხთან საუბარში.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....