მთავარისიახლეებიპოლიტიკაბრიუსელში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გახანგრძლივებაზე დღეს იმსჯელებენ

ბრიუსელში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გახანგრძლივებაზე დღეს იმსჯელებენ

Published on

ევროკავშირის ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების გახანგრძლივებაზე დღეს იმსჯელებენ.ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მთავრობის მეთაურები და პრეზიდენტები ორდღიან სამიტზე ბრიუსელში იკრიბებიან.ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობები სამიტზე განსახილველი თემების ნაწილია. წინასწარ არსებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის წინააღმდეგ ორგანიზაციის სანქციები ძალაში დარჩება.ევროკავშირის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სანქციების მოსახსნელად ან შესასუსტებლად მიზეზი არ არსებობს. სანქციები იმ შემთხვევაში გაუქმდება, თუ რუსეთის ფედერაცია მინსკის შეთანხმებას შეასრულებს, – ასეთია ევროკავშირის პირობა.ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ სამიტზე ლიდერები მინსკის ხელშეკრულების იმპლემენტაციის თაობაზე გერმანიის კანცლერისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ანგარიშსაც მოისმენენ.eვროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2014 წლის ივლისში დააწესა და მას შემდეგ, ლიდერები წელიწადში ორჯე

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...