მთავარისიახლეებიმსოფლიოჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების რიგით 42-ე რაუნდი დღეს გაიმართება

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების რიგით 42-ე რაუნდი დღეს გაიმართება

Published on

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება. მონაწილე მხარეებმა შეხვედრის დღის წესრიგი თანათავმჯდომარეებთან და პარტნიორებთან უკვე შეათანხმეს.ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების და გამალებული მილიტარიზაციის, ასევე უკანონო ბორდერიზაციის საკითხს.დღის წესრიგში რჩება 2016 წელს მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელის რაშიდ კანჯი-ოლღის დაკავებისა და გადმოცემის საკითხიც.„ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფში განხილული იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე განსაკუთრებით გალისა და ახალგორის ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა – თავისუფალი გადაადგილების და განათლების  შეზღუდვის, ქართული სკოლების დახურვის და იძულებით ე.წ. პასპორტიზაციის პროცესის საკითხები“, – განუცხადა პირველ არხს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილე ლაშა დარსალიამ.რუსული მედიის ინფორმაციით კი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელი მურატ ჯიოევი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებების ფარგლებში, მოხერხდება ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი განცხადების მიღება, რომელშიც მისი განმარტებით, მთავარი პასუხისმგებლობა საქართველომ უნდა აიღოს და არა რუსეთმა.„ქართული მხარე, ყველანაირად ცდილობს, ასახოს ტექსტში ისეთი პოზიციები, რაც სხვა მონაწილეებისთვის მიუღებელია. მაგალითად, „უსაფრთხოების საერთაშორისო ზომებთან“ დაკავშირებით , რაც მათი გაგებით ნიშნავს რაღაც მესამე საერთაშორისო ძალას ჩვენს რეგიონში“,- აცხადებს ჯიოევი.რუსული მედიის განმარტებით, ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების დადებას მოსკოვი, ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალი ოფიციალურ თბილისთან ითხოვს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება კი აღნიშნულ საკითხზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს. 

სიახლეები

“დიახ, არ ვაღიარებ ამ ხელისუფლებას“ – ნიკა გვარამია

საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ოპოზიციური პარტიების გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა მიმდინარეობს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ნიკა...

ოკუპ. ცხინვალის ე.წ. საგარეო სამინისტრო- EU-ს მოვუწოდებთ, უარი თქვას პოლიტიკურ შანტაჟზე

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადება, რომელიც ასოცირების...

კანადა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

17 ნოემბერს კანადის ეროვნული თავდაცვის დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კანადა უკრაინას სამხედრო...

ვახო სანაიამ მცხეთის იზოლატორი დატოვა

ვახო სანაიამ დღეს, 18 ნოემბერს, ერთთვიანი პატიმრობის შემდეგ მცხეთის იზოლატორი დატოვა. ჟურნალისტი ფეისბუკზე დაწერილი...