მთავარისიახლეებისამართალისტალინს თექვსმეტი წლით პატიმრობა მიესაჯა

სტალინს თექვსმეტი წლით პატიმრობა მიესაჯა

Published on

საბერძნეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნისთვის 63 წლის ე.წ. კანონიერ ქურდს დავით სებისკვერაძეს 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ გამოცემა „პრაიმკრაიმი“ წერს. გამოცემის ინფორმაციით, სებისკვერაძე საბერძნეთში ქუთაისურ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა, ახლა კი მის საქმეებს, სავარაუდოდ, ასევე ქუთაისელი გაიოზ ზვიადაძე („გია კუტაისკი“) გადაიბარებს. 
 
დავით სებისკვერაძესთან ერთად, რომელიც ასევე „დათო კუტაისკის“ და „კალიასკას“ სახელებით არის ცნობილი, პასუხისგებაში კიდევ ორი ე.წ. კანონიერი ქურდი შოთა ასათიანი („შოთიკო ბოლნისკი“) და ლაშა უგრელიძე („სტალინი“) მიეცა. მათ 17 და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
 
კიდევ ერთი ე.წ. კანონიერი ქურდი მიხეილ ბუძიშვილი („მიშკა კუტაისკი“), რომელიც 2015 წლის დეკემბერში ამავე სისხლის სამართლის საქმეზე იყო დაკავებული, მიმდინარე წლის აპრილში ნარკოტიკების დოზის გადაჭარბების გამო გარდაიცვალა.
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...