მთავარისიახლეებიეკონომიკა,,ყოვლად მიუღებელია, ადამიანი ჩამოვიდეს რეგიონიდან, მიიხედ-მოიხედოს და კონკრეტული მიწა მიითვისოს'' - კალაძეს...

,,ყოვლად მიუღებელია, ადამიანი ჩამოვიდეს რეგიონიდან, მიიხედ-მოიხედოს და კონკრეტული მიწა მიითვისოს” – კალაძეს ჭორვილა და სამტრედია თბილისის უბნები გონია

Published on

„კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის მტკვარზე დაფიქსირებული უკანონო მშენებლობები,“- განაცხადა თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე . კახა კალაძემ აღნიშნა, რომ უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამახვილებული.
 
„თქვენც თუ გახვალთ, ძალიან ცუდი რამ ხდება. ყოველგვარი კანონის დარღვევით მიმდინარეობს გარკვეული გაუგებარი მშენებლობები. ვიცი, რომ ზედამხედველობის სამსახური იყო მისული ერთ კონკრეტულ ობიექტზე, რომელიც უნებართვოდ ახორციელებს მშენებლობას. მიეცით გარკვეული ვადები, რომ თვითონვე დაშალონ შენობა-ნაგებობა, ეს უსახური შენობა, თუ არადა, იმოქმედებთ კანონის ფარგლებში. ყოვლად მიუღებელია, რომ ადამიანი ჩამოვიდეს რეგიონიდან, მიიხედ-მოიხედოს და კონკრეტული მიწა მიითვისოს, არ აქვს მნიშვნელობა, ეს რომელ რაიონში იქნება. ჩვენ თუ გვინდა ქალაქის სწორი განაშენიანება, განვითარება, ყველა კანონს უნდა დავემორჩილოთ. შესაბამისად, უკანონო მშენებლობების მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება იქნება მიმართული,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

სიახლეები

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მან ცოტა...

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...