მთავარისიახლეებიპოლიტიკა“ნაციონალური მოძრაობა” მიხეილ სააკაშვილის დევნის შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას დღეიდან იწყებს

“ნაციონალური მოძრაობა” მიხეილ სააკაშვილის დევნის შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას დღეიდან იწყებს

Published on

“ნაციონალური მოძრაობა” მიხეილ სააკაშვილის დევნის შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას დღეიდან იწყებს. პეტიციაზე ხელმოწერის შესაძლებლობა ადამიანებს ექნებათ, როგორც ინტერნეტის, ასევე ნაბეჭდი ფორმის მეშვეობით: ქუჩაში, სავაჭრო ცენტრებში და თავშეყრის სხვა ადგილებში. გოცირიძის თქმით, ხელმოწერები პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღია, რომელსაც კარგი საერთაშორისო რეზონანსი აქვს. 
”ხელმოწერები, პეტიციები ხშირად სამართლებრივ დატვირთვასაც იძენს. ხელისუფლებები იძულებულნი არიან მათზე რეაგირება მოახდინონ. ეს პოლიტიკურ პროცესსაც სძენს დინამიკას. ხელმოწერას აქვს ძალა. საქართველოში 200 ათას ადამიანს რეფერენდუმის დანიშვნის ინიცირებაც კი შეუძლია. ხელმოწერებს საკითხისადმი განსაკუთრებული ყურადღების გამახვილების გარდა, მომხრეების კონსოლიდაციის ფუნქციაც აკისრია. თუნდაც პარტიის გუშინდელი განცხადება ავიღოთ: – არ დარჩენილა უკრაინაში არც ერთი სერიოზული გამოცემა, რომ იგი არ გაევრცელებინა. ძირითადი აქცენტი ხელმოწერების შეგროვებაზე კეთდებოდა. ასევე იყო მსოფლიო მედიაში მისი გაშუქებისას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ გამოვიყენებთ პროტესტის სხვა კანონიერ, ყველაზე რადიკალურ ფორმებსაც. ჩვენი შემდგომი ქმედებები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ წარიმართება მოვლენები უკრაინაში, რა ნაბიჯებს გადადგამენ იქაური და აქაური ოლიგარქიული ხელისუფლებები. ხელმოწერების შეგროვებას მომავალი კვირიდან ვიწყებთ. პეტიციაზე ხელმოწერის შესაძლებლობა ადამიანებს ექნება, როგორც ინტერნეტის, ასევე ნაბეჭდი ფორმის მეშვეობით: ქუჩაში, სავაჭრო ცენტრებში, თავშეყრის სხვა ადგილებში. პარლამენტი, ქუჩა, მედია, საერთაშორისო აქტივობა პოლიტიკური ბრძოლის ფორმებია და არცერთზე ვიტყვით უარს”, – განაცხადარომან გოცირიძემ. 

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...