მზად ვარ, ავიღო პასუხისმგებლობა უკრაინის ნორმალურ ხელისუფლებაზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინული არხის ეთერში განაცხადა.„არასდროს მივიღებ მონაწილეობას უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში, ვინაიდან უკრაინის პრეზიდენტი უნდა იყოს პირი, ვინც აქ არის დაბადებული და გაზრდილი. მე 13 წელიწადზე მეტი გავატარე უკრაინაში, მაგრამ უფრო დიდი სტაჟის მქონე ადამიანი უნდა იყოს პრეზიდენტი. მთავრობაში კი შეიძლება სხვაგვარად იყოს“,– აღნიშნა სააკაშვილმა.11 დეკემბერს კიევის პეჩერსკის რაიონულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დეპუტატების თავდებობით გაათავისუფლა.მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ უკრიანის გენერალურ პროკურატურას სამი მუხლის საფუძველზე აქვს საქმე აღძრული – კერძოდ, მე-15 მუხლი(დანაშაულის მცდელობა), 28-ე მეორე მუხლი (დანაშაულის ჩადენა პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი განზრახვით) და 256-ე მუხლი (დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა ხელშეწყობა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დამალვა).ამასთან, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი 18 დეკემბერს დაკითხვაზე დაიბარა.
სიახლეები
სიახლეები
რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა
ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...
სიახლეები
ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა.
„საკონსტიტუციო სასამართლოს...
სიახლეები
განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი
„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...
სიახლეები
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით,...