მთავარისიახლეებისაზოგადოებამიწისქვეშა კომუნიკაციის ნაშთები და ბაზილიკური ტიპის ნაეკლესიარი- ზუგდიდში აღმოჩენილ ნიმუშებს არქეოლოგები...

მიწისქვეშა კომუნიკაციის ნაშთები და ბაზილიკური ტიპის ნაეკლესიარი- ზუგდიდში აღმოჩენილ ნიმუშებს არქეოლოგები იკვლევენ

Published on

  ზუგდიდში ცენტრალური მოედნის შემოსასვლელთან საავტომობილო გზის საფეხმავლო ბილიკის მარჯვენა მხარეს ახლად აღმოჩენილი ჭისებრი ორმო და მიმდებარე ტერიტორია სპეციალისტებმა ვიზუალურად დაათვალიერეს.
 
დათვალიერების  შედეგად გაირკვა, რომ საქმე გვაქვს მეოცე საუკუნის 20-30 წლების ზუგდიდის მიწისქვეშა კომუნიკაციის ნაშთებთან და საკუთრივ ცილინდრული ფორმის კერამიკის გვიმით ამოყვანილ ჭასთან.
 
 
ჭა მთლიანად თიხის მასალითაა ამოყვანილი და სიღრმეში ერთმანეთზე გადაბმისას თანდათან ვიწროვდება. ამ ეტაპზე ,მოცულობითი სამუშაოების გამო თითქმის შეუძლებელია მისი სიღრმის განსაზღვრა. დიამეტრი დაახლოებით 1 მეტრია. 
  ექსპედიციის წევრებმა  ასევე ვიზუალურად შეისწავლეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბაღმარანის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბონდო მებონიას საკარმიდამო ნაკვეთი, საცხოვრებელი სახლის უკან, მიწის სამუშაოების დროს დაფიქსირებული  წითლად გამომწვარი კერამიკის, კერძოდ ქვევრის ფრაგმენტები.   აღსანიშნავია, რომ ამ ადგილას მდებარეობს  ბაზილიკური ტიპის მცირე ზომის ნაეკლესიარი.   
 
 
 ზედაპირული დაზვერვით ჩანს, რომ შემორჩენილია ჩრდილოეთით, სამხრეთით და დასავლეთით 1.5 და 1 მ სიმაღლის და აღმოსავლეთით 2.5 მ სიმაღლის კედლები.  როგორც ჩანს, ეკლესია ნაგებია რიყის ქვით, გარედან საგულდაგულოდ და დამუშავებული კირქვით ყოფილა მოპირკეთებული, რომლებზეც ჩუქურთმები ყოფილა დატანილი. სამწუხაროდ, საპერანგე ქვების უმეტესი ნაწილი დაკარგულია. ალაგ-ალაგ აწყვია ორნამეტიანი ქვებისა და სვეტის ფრაგმენტები.     ნაეკლესიარი ზომით თითქმის კვადრატულია, სიგრძე 5 მ., სიგანე კი 4,5 მ.–ს შეადგენდა.  ტაძრის გარშემო გალავნით ყოფილა შემოსაზღვრული, რომლის გავრცელების პერიმეტრი ბუნდოვანია და ჩანს უსწორმასწოროდ მიემართება, მაგრამ ის აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენაა წაგრძელებული.   ტაძარი ქრონოლოგიურ ასაკზე საუბარი მხოლოდ მსგავსი ტიპის სამშენებლო ტექნიკითა და ტიპოლოგიური ანალიზითაა შესაძლებელი. ასევე, აქვე ნაპოვნი კერამიკის მასალებით მათ შორის მოჭიქული კერამიკით.ამდენად, ეკლესია ზოგადად მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნით თარიღდება. მიხედავად ამისა ტაძრის ეზოში ხშირია სხვადასხვა პერიოდის არქეოლოგიური არტეფაქტების აღმოჩენის შემთხვევები, რომლებიც ქრონოლოგიურად განსხვავებულ პერიოდებს განეკუთვნებიან. ჩანს, რომ ტაძარი თითქმის უწყვეტად ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოქმედებდა, მაგრამ გადმოცემის მიხედვით მეოცე საუკუნის 30-იან წლებში დაუნგრევიათ და ქვის მასალა ახლომახლო სახლების მშენებლობისას გამოუყენებიათ.
 
 

სიახლეები

გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

პარტია გახარია-საქართველოსთვის წევრებმა 26 ივნისს, პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება...

ამაში ცუდი არაფერია – კალაძე ყაველაშვილის ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლას არ გამორიცხავს

ივანიშვილის მერმა კახი კალაძემ, ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, აპირებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი...

3 წელში 30-წლიანი პარტნიორობა დაანგრია-პაპუაშვილი ფიშერზე

ალბათ, ნიშანდობლივია, რომ გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა, დამშვიდობების გარეშე. ის არც პრემიერმინისტრს, არც პრეზიდენტს...

საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული სპეცრაზმელების პროცესი მიმდინარეობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე, ასევე ზვიად მაისაშვილსა და ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის ბრალდებით...