მთავარისიახლეებიპოლიტიკაუკრაინა უკვე ბოგდან ხმელნიცკიდ წოდებული მიხეილ სააკაშვილის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია

უკრაინა უკვე ბოგდან ხმელნიცკიდ წოდებული მიხეილ სააკაშვილის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია

Published on

უკრაინა მიხეილ სააკაშვილის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია. სასამართლოსთან დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული. 
ადგილზე იმყოფებიან სპეცდანიშნულების რაზმის წევრები. სამართალდამცველები იმყოფებიან შენობის შიგნითაც.
 
სასამართლოში იმყოფება მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი. ის საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონახულებას წინასწარი დაკავების იზოლატორში გეგმავდა. თუმცა, როგორც სააკაშვილის უფლებადამცველებმა გაარკვიეს, ის უკვე სასამართლოში იყო გადაყვანილი.
 
 
"არ შემიშვეს, თქვეს, რომ არ შეიძლება მიიღოს სტუმრები, მარტო წერილები გადავეცი, მეტი არაფერი არ შეიძლებოდა, არც წამალი, არც ტანსაცმელი. 12 საათზეა ჩანიშნული სასამართლო ძალიან პატარა ოთახში. ბევრი ხალხი უნდა იყოს გარეთ, რომ ცოტა გავლენა მოვახდინოთ ძალოვანებზე, იმიტომ, რომ შიგნით ვერ მოძრაობ. შენობაში ამდენი სამხედრო და სპეცრაზმის ადამიანია შიგნით მოთავსებული. ისე ეშინიათ, რომ რამე არ მოხდეს კბილებამდე არიან შეიარაღებული და მომზადებული,“ – განაცხადა სანდრა რულოვსმა.
 
არსებული ინფორმაციით, დღეს გადაიდო ყველა სასამართლო სხდომა და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის საქმე განიხილება.

"ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერის თანაგუნდელების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების შესახებ დადგენილება დილით წინასწარი დაკავების იზოლატორში მიუტანეს, თუმცა დადგენილებაზე სააკაშვილმა ხელი არ მოაწერა.
„დღეს დილით 7:50 საათზე, მიხეილ სააკაშვილს მიუტანეს შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შესახებ, რასაც მიშამ ხელი არ მოაწერა, რადგან ადვოკატები არ ესწრებოდნენ ამ პროცესს. მოგვიანებით, ის მაინც მოიყვანეს პეჩურის სასამართლოში და ადვოკატებს გადასცეს შუამდგომლობა. ზუსტად არ ვიცით, მაგრამ ვვარაუდობთ, რომ პროკურატურა შინა პატიმრობას მოითხოვს. დილიდან ყველა სხდომა გააუქმეს და სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზებაა, ბევრი ხალხი მოვიდა, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ დეპუტატები, ადვოკატები და მისი მეუღლე სანდრა შეუშვეს შიგნით. არ ვიცით როგორ განვითარდება მოვლენები, რადგან რთულია ამის პროგნოზირება,“ – განაცხადა პარტია ”ახალი ძალების მოძრაობის” წევრმა ივან სლობოდიანუკიმ.
 
საქართველოს მესამე პრეზიდენტი 8 დეკემბერს დააკავეს, პრორუს ოლიგარქებთან კავშირის ბრალდებით, რასაც აბსურდად და ფაბრიკაციად მიიჩნევენ თავად სააკაშვილის მხარდამჭერები, რომლებიც შეკრებილი არიან სასამართლოს შენობასთან.

სიახლეები

შესაძლოა დამოუკიდებელი სამაუწყებლო არხების დახურვა გამოიწვიოს – TI კომკომის განცხადებაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეფასებით, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია კრიტიკულ ტელევიზიებს ემუქრება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ...

ეს არის მოსკოვის მექანიზმის მანდატიდან გასვლა – მახაშვილი ეუთო/ოდირის ანგარიშზე

ივანიშვილის დეპუტატი, ლევან მახაშვილი ეუთო/ოდირის ანგარიშს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ესაა "აუხდენელი ოცნებების და...

ქუთაისში მშობიარობის შემდეგ 20 წლის გოგო გარდაიცვალა

ქუთაისში, ერთ-ერთ კლინიკაში მშობიარობის შემდეგ 20 წლის გოგო გარდაიცვალა - ოჯახი მომხდარში მედიკოსებს ადანაშუალებს. არსებული...

ეუთოს 24 ქვეყანა მოუწოდებს ივანიშვილს შეასრულოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები

24–მა პარტნიორმა ქვეყანამ ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოზე მომხსენებელ ანგელიკა ნუსბერგერის ანგარიში მოისმინა, რის შემდეგაც საქართველოში...