მთავარისიახლეებიმსოფლიოროგორ გადაწყდება იერუსალიმის სტატუსის საკითხი, რა პოზიციას დაიკავებს ევროპა

როგორ გადაწყდება იერუსალიმის სტატუსის საკითხი, რა პოზიციას დაიკავებს ევროპა

Published on

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყანა ან მათი უმეტესობა იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად აღიარებს და იქ საკუთარ საელჩოებს გადაიტანს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის წინ განუცხადა.
„დადგა დრო, როდესაც პალესტინელებმა უნდა აღიარონ, რომ ისრაელის სახელმწიფო არსებობს და მისი დედაქალაქია – იერუსალიმი“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
 
მისი თქმით, ახლა მსგავსი შეთანხმება არ არსებობს, მაგრამ ეს მომავალში მოხდება.
 
„მე მჯერა, რომ ყველა ევროპული ქვეყანა ან მათი უმეტესობა საკუთარ საელჩოებს იერუსალიმში გადაიტანს, იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად აღიარებს და ჩვენ ერთად დავიწყებთ მუშაობას უსაფრთხოების, აღმშენებლობის და მშვიდობის მიმართულებით“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინის განცხადებით, ევროკავშირი მხარს უჭერს იერუსალიმის სტატუსის გარშემო მიღწეულ საერთაშორისო კონსენსუსს და არ შეიცვლის პოზიციას, ვიდრე ისრაელი და პალესტინა ქალაქის საბოლოო სტატუსის გარშემო არ შეთანხმდებიან.
„თქვენ იცით ევროკავშირის პოზიცია. ჩვენი აზრით, კონფლიქტის ერთადერთი რეალისტური გადაწყვეტა ორი სახელმწიფოს, ისრაელისა და პალესტინის არსებობაა, რომელთა დედაქალაქებიც იერუსალიმში, 1967 წელს შეთანხმებული ხაზის შესაბამისად მდებარეობს. ეს ჩვენი კონსოლიდირებული პოზიციაა“, – განაცხადა მოგერინიმ.
მისი თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს მიღწეული საერთაშორისო კონსენსუსის მხარდაჭერას, „ვიდრე მხარეთა პირდაპირი მოლაპარაკებებების შედეგად ქალაქის საბოლოო სტატუსი არ გადაწყდება“.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...