მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ნაციონალური მოძრაობის" დოკუმენტის შინაარსი- შეწყდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური დევნა- დღეს გასაჯაროვდება

“ნაციონალური მოძრაობის” დოკუმენტის შინაარსი- შეწყდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური დევნა- დღეს გასაჯაროვდება

Published on

"ნაციონალური მოძრაობის" დოკუმენტის შინაარსი, რომელიც პარტიამ საზოგადოების ცნობილ წევრებთან ერთად შეიმუშავა, დღეს გახდება ცნობილი. პეტიცია საერთაშორისო ორგანიზაციებს, საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებებს გაეგზავნება. მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელების განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის დასრულებას, მისი უფლებების დაცვას და გათავისუფლებას ითხოვენ.„სულისკვეთება არის ძალიან მკაფიო, რომ შეწყდეს პოლიტიკური დევნა, დაცულ იქნას საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებები, არ მოხდეს მისი პოლიტიკური ნიშნით დევნა და რაც მთავარია, საქართველოს ხელისუფლებამ თავი ვალდებულად იგრძნოს, რომ მისი მოქალაქის და მისი პრეზიდენტის უფლებები დაიცვას და მან პირველ რიგში, შეწყვიტოს ეს დევნა,“ – აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ნინო კალანდაძე.პარტიაში საერთაშორისო საზოგადების მხრიდან ზეწოლის იმედი აქვთ, ისინი რეაგირებისკენ მოუწოდებენ საქართველოს ოფიციალურ პირებსაც.„შემუშავდა მოთხოვნის ტექსტი, რომელიც დაეგზავნება საერთაშორისო საზოგადოებას, პოლიტიკურ ორგანიზაციებს და ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ძვირფასი არის თავისუფლების და დემოკრატიის იდეები. საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებებზე მეტად ჩემთვის პირადად და იმ ადამიანებისთვის, ვინც აქ იმყოფებოდნენ, გაცილებით საინტერესო არის საერთაშორისო საზოგადოების აზრი,“ – განაცხადა მწერალმა, ფონდ "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" გამგეობის თავმჯდომარემ, ზაალ სამადაშვილმა.

სიახლეები

TI-24 მოქმედი თანამდებობის პირი პარალელურად 30 კომპანიის დირექტორია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოავლინა 24 მოქმედი თანამდებობის პირი, რომელიც, კანონის მკაფიო მოთხოვნის მიუხედავად,...

დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

სამშობლოს ღალატის მუხლით დაკავებული დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს  გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ...

ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს

“კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს. კადრებში, რომელიც „სანდო წყარომ“ გაავრცელა, ჩანს, რომ...

სტრასბურგის სასამართლომ ნინო დათაშვილის საქმის განხილვა დაიწყო

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნინო დათაშვილის წინასწარი პატიმრობისა და...