"ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი უშიშროების სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სასამართლოში გადაიყვანეს. სანდრა ელისაბედ რულოვსი წინასწარი დაკავების იზოლატორთან დღეს დილიდან, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა.ის მიხეილ სააკაშვილის მონახულებას გეგმავდა. თუმცა, როგორც სააკაშვილის უფლებადამცველებმა გაარკვიეს, ის უკვე სასამართლოში გადაიყვანეს. შესაბამისად, ადვოკატები და სანდრა ელისაბედ რულოვსი უკვე სასამართლოს შენობისკენ გაემგზავრნენ.მიხეილ სააკაშვილი დაკავებიდან დღემდე უკრაინის უშიშროების სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა, სადაც ის დაკავების შემდეგ ყავდათ გადაყვანილი. როგორც ცნობილია, დაკავების 72 საათიანი ვადა დღეს დღის მეორე ნახევარში იწურება. უკრაინის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შესახებ უნდა იმსჯელოს.
სიახლეები
კონფლიქტები
ქართველი ხალხის დღის წესრიგი რუსეთთან დაბრუნება უნდა გახდეს – ალაუდინოვი მჟავანაძესთან
"დღეს დადგა დრო, როცა ქართველებმა ყველაფერი უნდა გაიხსენონ და თქვან: რუსებო, ჩვენ ყოველთვის თქვენთან...
სიახლეები
გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას მოითხოვს
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ სპეციალურ საგანგებო სესიაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთისგან გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას...
სიახლეები
ჩემმა საქართველოში ვიზიტმა დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა – ელინა ვალტონენი
ჩემმა საქართველოში ვიზიტმა დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა...
სიახლეები
საია- შსს გავრილოვის ღამეს დაზარალებულს ზიანს არ უნაზღაურებს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და...