მთავარისიახლეებიპოლიტიკა2018 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, წინა წელთან შედარებით, ადგილობრივი ეპარქიისთვის 4-ჯერ მეტს დახარჯავს-...

2018 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, წინა წელთან შედარებით, ადგილობრივი ეპარქიისთვის 4-ჯერ მეტს დახარჯავს- TI

Published on

2018 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით რეკომენდაციები გამოაქვეყნა არასანმთავრობო ორგანიზაცია „საერაშორისო გამჭვირვალობამ.“ ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დოკუმენტში წერია, რომ ბიუჯეტი არაპროგრამულია, არ გააჩნია პრიორიტეტების დოკუმენტი, შესაბამისად  ბიუჯეტის წარმოდგენილი პროექტი დაინტერესებულ პირს ვერ უქმნის სრულყოფილ წარმოდგენას მუნიციპალიტეტში დაგეგმილი და განსახორციელებელი პროექტების, ასევე, მოსალოდნელი შედეგების შესახებ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტით 2018 წელს 35 100 000 ლარის ოდენობის შემოსულობის მიღებაა გათვალისწინებული, რაც თითქმის 2 მილიონი ლარით (6%-ით) ნაკლებია ამჟამად გაუქმებული თემი ზუგდიდისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტების 2017 წლის ბიუჯეტების შემოსულობების ჯამურ ოდენობაზე (37 042 200).- წერია დოკუმენტში. 2018 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, წინა წელთან შედარებით, ადგილობრივი ეპარქიისთვის 4-ჯერ მეტს დახარჯავს – მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ეკლესიის დაფინანსებისთვის 400 ათას ლარს ითვალისწინებს, საიდანაც ივერიის ხატის სახელობის მშენებარე ტაძრის მშენებლობისთვის 100 ათასი ლარი უნდა დაიხარჯოს, 200 ათასი ორცხელის მონასტრის აღდგენას მოხმარდება, 20 ათასი ლარი ვლაქერნობის დღესასწაულის აღსანიშნავად, 80 ათასი ლარი კი მცირე პროექტებისთვის დაიხარჯება.მწირი საბიუჯეტო რესურსების პირობებში ეკლესიის დაფინანსება დამატებით ტვირთად დააწვება მუნიციპალიტეტს, იმის გათვალისწინებით, რომ საპატრიარქო სოლიდური ფინანსური რესურსების მფლობელია და იგი დამოუკიდებლადაც შეძლებს ზემოაღნიშნული ხარჯების გაწევას.-ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ სარეკომენდაციო წერილში

სიახლეები

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...

ზელენსკის თქმით, მზადაა, რომ პუტინსა და ტრამპს თურქეთში შეხვდეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მზადაა, პუტინსა და ტრამპს მოლაპარაკებებისთვის თურქეთში შეხვდეს. მისივე...