მთავარისიახლეებიპოლიტიკაკიევში დღეს სახალხო მსვლელობა გაიმართება

კიევში დღეს სახალხო მსვლელობა გაიმართება

Published on

კიევში დღეს სახალხო მსვლელობა გაიმართება. აქციის მონაწილეები შევჩენკოს ბულვარში ადგილობრივი დროით12:00 საათზე შეიკრინებიან და ევრომაიდნის მიმართლებით მსვლელობას გამართავენ.
 
დღევანდელი მარში მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით იმართება. საპროტესტო მსვლელობა მანამდე დაიგეგმა, ვიდრე მას მეორედ  დააკავებდნენ.
 
მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრები და მხარდამჭერები უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტს მოითხოვენ.
 
პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“ დილიდან აკეთებს  განცხადებას , სადაც ნათქვამია, რომ  უკრაინის უსაფრთხოების სამსახური დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს. 
 
„ხალხს მოკლე ტექსტური შეტყობინება მისდის, რომ დღევანდელი აქცია 15:00 საათზე შედგება, რაც სიცრუეა. მარში 12:00 საათზე დაიწყება. ვიკრიბებით ტარას შევჩენკოს პარკში“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში. 

 
რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობას, ის აგრძელებს შიმშილობას წინასწარი მოთავსების იზოლატორში,  სასამართლო პროცესი კი, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება.
 
 გამოძიებას ხვალ,  11 დეკემბერს ეწურება 72 საათიანი ვადა.
 
გენპროკურატურაში აცხადებენ, რომ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის შეფარდებას მოითხოვენ, მაგრამ,  თუ სიტუაცია მის დაკავებასთან დაკავშირებით არეულობაში გადაიზრდება,  იგი შესაძლოა ციხეში, პატიმრობაში დატოვონ. 
 
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს პროკურატურის ეს მუქარა სასაცილოდ არყოფნით

 

სიახლეები

შსს-მ ირანის მოქალაქე ფსიქოტროპული ნივთიერების შემოტანის ბრალდებით აეროპორტში დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, 2003 წელს დაბადებული ს.ა. დიდი ოდენობით...

უკრაინას აღარც მშვიდობა შეუძლია და აღარც ომი – პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, ივანიშვილის გუნდს ევრკავშირის და ბრეიუსელის მხრიდან წნეხისთვის რომ არ გაეძლო, დღეს...

პროტესტის ახალი ტალღა განათლების რეფორმის წინააღმდეგ

“ხელისუფლება საუნივერსიტეტო სწავლებას ანგრევს“ - “ოცნების“ დაანონსებული განათლების რეფორმის წინააღმდეგ, პროტესტის ახალი ტალღა იწყება. აკადემიურ...

პაპუაშვილი- NGO კულტურა არის ყველაზე დიდი ბოროტება, რაც კი დასავლეთმა შექმნა

ჩვენ წლების განმავლობაში თავს გვახვევდნენ და ცდილობდნენ წარმოეჩინათ ისე, რომ NGO-ები, რომლებიც მათივე შექმნილი...