მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით საყვარელიძე: ,,არც კურჩენკო, არც კოლომოისკი - კარვების ქალაქს უკრაინელი ხალხი...

დავით საყვარელიძე: ,,არც კურჩენკო, არც კოლომოისკი – კარვების ქალაქს უკრაინელი ხალხი აფინანსებს”

Published on

უკრაინის პროკურორის ყოფილი მოადგილე და საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლი  დავით საყვარელიძე მოითხოვს, მიხეილ სააკაშვილისა და სერგეი კურჩენკოს გამოქვეყნებულ სატელეფონო საუბარს ექსპერტიზა დიდ ბრიტანეთში, ან აშშ-ში ჩაუტარდეს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „ზიკ“-ს განუცხადა.
 
„წარმოიდგინეთ სააკაშვილის მასშტაბი, კურჩენკო კი ვინ არის. გაქცეული ოლიგარქი – ადამიანი, რომელიც იანუკოვიჩის ხელისუფლების სიმბოლო იყო . ნახეთ,  რასთან ცდილობს სააკაშვილის მიბმას ხელისუფლება –   დიდი საქმესთან, რომელიც შეეხება  იანუკოვიჩის დანაშაულებრივ დაჯგუფებას,  მაგრამ ეს ისე ცუდად არის გაკეთებული, რომ გარკვეული დროში აუცილებლად ჩამოიშლებ სასამართლო განხილვებზე. თურმე  ნუ იტყვით, სააკაშვილი დანაშაულებრივ შეთქმულებაში შესულა ამ ორგანიზაციასთნ,  რომ უკრაინის ხელისუფლება ჩამოაგდოს. აი, ეს არის ამ საქმის ლოგიკა. მოდით, დავნიშნოთ ექსპერტიზა, არა ჩვენთან შსს-ში, ან სხვა გამყიდველ სააგენტოებში, არამედ საერთაშორისოში, ბრიტანეთში ან ამერიკაში. დაველოდოთ და ვნახოთ. ის გვიჩვენებს, რომ ეს მონტაჟია“, – განაცხადა საყვარელიძემ.
დავით საყვარელიძე უარყოფს აგრეთვე  მიხეილ სააკაშვილის პარტიის ,,ახალ ძალთა მოძრაობის'' თანამშრომლობას ოლიგარქ კოლომოისკისთან, რაზე საუბარიც ხელისუფებამ კურჩენკოს სახელის ამოტივტივებამდე გაცილებით ადრე დაიწყო და დღემდე არ ეშვება. ის დამტკიცებ
,,ოლიგარქი კოლომოისკი ვერ დაფინანსებდა ,,რუხს'', რამდენადაც უკიდურესად დაძაბული ურთიერთობა აქვს ამ პარტიის ხელმძღვანელობასთან. 
 
მე ერთერთი მათგანი ვარ, ვინც 2010 წელს იგორ კოლომოისკი აიძულა დაებრუნებინა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 87 მილიონი დოლარი, რომელიც გადასახადის სახით უნდა გადაეხადა, მაგრამ გადახდას თავს არიდებდა.  ამიტომ ამის შემდეგ იგი სულ ,,ჩემს მზეს ფიცულობდა''. ვერ წარმომიდგენია, ვის თავში უნდა უნდა დაიბადოს წარმნოდგენა, რომ კოლომოისკისა და სააკაშვილის ერთ მაგიდასთან და ურთიერთშეთანხმება შესაძლებელია'' – აცხადებს დავით საყვარელიძე და დასძენს:
კი, უკრაინულ პოლიტიკაში ხშირადხდება, რომ ყოფილი მტრები ერთმანეტში რიგდებიან, მაგრამ ქართული გუნდი არ წარმოადგენს  ,,კლასიკურ უკრაინელ პოლიტიკოსებს'' . სწორედ ამიტომ ზის ახლა სააკაშვილი ციხეში. იგი რომ ამგვარ გარიგებაზე  წასულიყო, არც დააკავებდნენ. ჩვენ მთელი კარიერის მანძილზე გვქონდა ,,ფულის კეთების'' საშუალება, თუმცა ჩვენ ის თაობა ვართ, რომელიც ხელფასითა და პრემიით ცხოვრობს. 
ამასთან საყვარელიძემ ღიმილით დასძინა, რომ სააკაშვილს არასოდეს უთქვამს, რომ მას ბებია აფინანსებს. იგი,  რასაკვირველია,  თავის დანახარჯებს იმ შემოსავლებით ფარავს, რომელიც მითითებული აქვს თავის ქონებრივ დეკლარაციაში – აცხადებს საყვარელიძე. 
,,რაც შეეხება კარვების ქალაქის დაფინანსებას, არაერთხელ მთქვამს, რომ ჩვენ მკაცრად აღვრიცხავთ და ანგარიშებს ვაქვეყნებთ ყველა შემოწირულობისა და დახმარების, ამასთან  არამხოლოდ ფინანსური დახმარების  შესახებ, მაგრამ ეს ქალაქი ორგანიზაცია ,,ახალ ძალთა მოძრაობა'' კი არ არის, არამედ პატარა მოედანი, რომელიც მთლიანად მოხალისეობრივ საწყისებზე არსებობს – ჩვენ გვეხმარება ბევრი ადამიანი, რომელიც არ არის გულგრილი ამ პროცესების მიმართ – ზოგი ფულს გვირიცხავს, ზოგს წამლები მოაქვს და შეშასაც კი ჩეხავს.
ჩვენი  ცენტრალური ოფისის ერთერთი დამფინანსებელი კი არის, მაგალითად ივან ლოზოვოი, რომელიც ამერიკაში მუშაობდა, ახლა კი ჩვენსაფინანსებს. აქ ჩამოსვლის შემდეგ იგი ჩვენს პარტიაში გაერთიანდა. 
.როგორც საყვარელიძე ამბობს, თავად იგი თავს ირჩენს შემოსავლით, რომელიც საქართველოში დატოვებული თავისი აგარაკისა და უძრავი ქონების გაქირავებიდან შემოსდის.

 

 

 

 

 

 

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...