მთავარისიახლეებიპოლიტიკაარაბულ სახელმწიფოთა ლიგა აშშ- ს მოუწოდებს გააუქმოს გადაწყვეტილება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად...

არაბულ სახელმწიფოთა ლიგა აშშ- ს მოუწოდებს გააუქმოს გადაწყვეტილება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ

Published on

არაბულ სახელმწიფოთა ლიგა ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებს გააუქმოს მიღებული გადაწყვეტილება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ. ამის შესახებ არაბულ სახელმწიფოთა ლიგის მიერ მიღებულ კომუნიკეშია აღნიშნული, რომელიც დღეს, ეგვიპტეში, არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო სხდომაზე მიიღეს. 
 
ლიგა ამ გადაწყვეტილებას საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებების დარღვევად აფასებს.
 
„აშშ-ის გადაწყვეტილება საერთაშორისო კანონმდებლობის და გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციების საშიში დარღვევაა“, – ნათქვამია კომუნიკეში.
 
მასში ასევე აღნიშნულია, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის თანახმად, არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები უარყოფენ ნებისმიერ ცალმხრივ ნაბიჯებს იერუსალიმის საერთაშორისოდ აღიარებული სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებით.
 
კომუნიკეს თანახმად, ვაშინგტონის შეცვლილი პოლიტიკიდან გამომდინარე, არაბული ქვეყნები მიჩნევენ, რომ აშშ-მა მოახდინა თვითიზოლაცია, როგორც რეგიონში სამშვიდობო პროცესის შუამავალმა.

სიახლეები

2025 წლის 31 იანვრიდან 13 ოქტომბრამდე 1 936-ით გაიზარდა პატიმართა რაოდენობა

საქსტატის 2025 წლის 31 აგვისტოს მონაცემებით, პენიტენციური დეპარტამენტის დაწესებულებებში განთავსებული იყო სულ 10 124...

დონალდ ტრამპს ქნესეთში სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ისრაელის ქნესეთში სიტყვის გამოსვლა შეაწყვეტინეს.­ კოალიცია „ჰადაშ-ტაალის“ თავმჯდომარე აიმან ოდეჰი ქნესეთის...

ნეთანიაჰუ ეგვიპტეში ღაზის სამშვიდობო სამიტს არ დაესწრება

ისრაელის პრემიერმინისტრის სამსახურმა განაცხადა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ არ დაესწრება ეგვიპტეში დაგეგმილ ღაზის სამშვიდობო სამიტს,...

ბელარუსის ელჩმა ირაკლი კობახიძეს ლუკაშენკოს მისალოცი წერილი გადასცა – ადმინისტრაცია

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ნიკოლაი როგაშჩუკს შეხვდა....