washingtonpost-უკრაინაში, მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი დააკავესკიევი, უკრაინა
4 თვის წინ უკრაინის ოპოზიციის ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს, უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს. იგი პარასკევ საღამოს უკრაინის დედაქალაქში დააკვეს.
ასობით მხარდამჭერი შეიკრიბა ვიწრო ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებასთან, შეძახილებით "სირცხვილი" და მოუწოდებდნენ სხვებს შეერთებოდნენ მათ.
მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ ქვეყანაში დაძაბულობამ იმატა, რომელიც უკვე იყო მიდრეკილი მასობრივი საპროტესტო აჯანყებისკენ, რომელიც ჩვენ ასწლეულში ქვეყანამ ორჯერ გადაიტანა.
მიხეილ სააკაშვილი არაჩვეულებრივმა ენერგიამ და ძლიერმა ქარიზმატულობამ 2003 წლის ვარდების რევოლუციის ავანგარდამდე მიიყვანა, რომელმაც შემდგომ იგი საქართველოს ხელისფლებიდან გამოაძევა. 10 წლის განმავლობაში იგი საქართველოს პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.
საქართველოდან წამოსვლის შემდეგ მისი პოლიტიკური ცხოვრების ბედი მოსუსტდა, იგი ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა უკრაინის პრეზიდენტის, პეტრე პოროშენკოს მიერ. სააკაშვილმა სახელი გაითქვა საქართველოში გატარებული რეფორმების გამო და იგი შეეცადა იგივე გაეკეთებინა ოდესაში.
მაგრამ 2016 წელს მან დატოვა თანამდებობა იმ მიზეზით, რომ თავად პოროშენკოს მხრიდან არ იყო ძალისხმევა. პრეზიდენტი პოროშენკო მისი ძველი მეგობარია, რომელმაც ივლისის თვეში, როდესაც იგი ქვეყანაში არ იმყოფებოდა, მას მოქალაქეობა ჩამოართვა. ადრე საქართველომ ჩამოართვა სააკაშვილს მოქალაქეობა და ცდილობდა მოეხდინათ მისი ექსტრადირება ქვეყანაში , მისი პრეზიდენტობის დროს, თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით.
სააკაშვილი მოქალაქეობის გარეშე დარჩა, მაგრამ იგი დაბრუნდა უკრაინაში სექტემბრის თვეში მან ძალიან გაბედულად გადმოჭრა პოლონეთის საზღვარი, რაშიც მხარდამჭერები დაეხმარნენ.
მას შემდეგ იგი, უკრაინის ოპოზიციას სათავეში ჩაუდგა.
მიუხედავად იმისა, რომ მისი მხარდაჭერა არც თუ ისე დიდი აღმოჩნდა მან შეძლო შეეკრიბა ათასობით ადამიანი საპროტესტო მარშისთვის , რომელიც გასულ კვირას ჩატარდა.
სამშაბათს, პოლიცია მიხეილ სააკაშვილის დაკავებას შეეცადა თავის საცხოვრებელ სახლში. იგი სახურავზე ავიდა და გადმოხტომით დაიმუქრა, მაგრამ პოლიციამ დააკავა იგი და ფურგონში ჩასვა, რომელიც მისი მხარდამჭერების ტალღით იყო გარშემორტყმული. საბოლოოდ იგი, მხარდამჭერებმა გამოიყვანეს ფურგონიდან და გაათავისუფლეს. მისი დაკავების მცდელობა კარვების ქალაქში, რომელიც უმაღლეს რადასთან მდებარეობს ასევე ვერ შედგა.
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ მის ოფისს აქვს მტკიცებულება, რომ სააკაშვილის წარმომადგნელემა მიიღო 500 000 დოლარი ფინანასური დახმარება, რუსეთიდან.
სააკაშვილი ამ ბრალდებას უარყოფს და მიანიშნებს მის ხანგრძლივ წინააღმდეგობაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.