მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი, ოდესის ყოფილი გუბერნატორის სახალხო წარმომადგენელი გახდება. ამის შესახებ სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ მხარდამჭერებს იზოლატორთან სადაც მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული განუცხადა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ადვოკატმა განაცხადა, რომ ოდესის ყოფილი გუბერნატორი მეუღლეს მთავარ სპიკერობას სთხოვს. "ის თხოვს მეუღლეს, გახდეს მისი მთავარი სპიკერი, სახალხო წარმომადგენელი, რომ დაიცვას მისი უფლებები და თავისუფლება. ჩვენ მის მეუღლესთან დავიწყებთ მუშაობას ამ მიმართულებით, ასევე ვუზრუნველვყოფთ მის შესვლას იზოლატორში" – აღნიშნა ჩერნოლუცკიმ.გამოცემა gordonua.com წერს, რომ საქართველოს ყოფილი პირველი ლედი მეუღლის გვერდით კიევის აქციების დაწყების პირველივე დღიდან დგას.მიხეილ სააკაშვილი გუშინ კიევში, ერთ-ერთ ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. ის ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას.
სიახლეები
საზოგადოება
“სისტემური რეპრესიების წელი” – სალომე ზურაბიშვილმა 2025 წელი შეაჯამა
სისტემური რეპრესიების წელი, - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გასული წელი. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო...
საზოგადოება
4-მილიონიან ქვეყანაში 64 უნივერსიტეტის არსებობა განათლების ხარისხს აუარესებს- კობახიძე
„ქართული ოცნების“ პრემიერმა უმაღლესი განათლების სისტემას არასათანადოდ აფასებს და აცხადებს, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში 64...
საზოგადოება
წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელს მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და მიიმალა
წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ...
საზოგადოება
მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე, ეს პატიოსანი ხალხი გაუშვით – მურთაზ ზოდელავა
მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე - ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა...