წინასწარი დაკავების იზოლატორთან, სადაც გვიან ღამით მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს, სამართალდამცველებსა და ოპოზიციის აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა.ოდესის ყოფილი გუბერნატორის მხარდამჭერებმა უსაფრთხოების სამსახურის განყოფილებასთან რადას შენობიდან გადაინაცვლეს. ჩხუბი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც დემონსტრანტებმა ადგილზე კარვების გაშლა სცადეს.სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, მიზეზად კი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა დაასახელეს. გავრცელებული ცნობით, დაპირისპირების დროს ცრემლსადენი აირიც გამოიყენეს.
სააკაშვილის დაკავების გამო კიევში ვითარება ისევ დაძაბულია- წინასწარი დაკავების იზოლატორთან დაპირისპირება მოხდა
Published on