მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ნიუ იორკ თაიმსი“, BBC, „რადიო თავისუფლება'' მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება

„ნიუ იორკ თაიმსი“, BBC, „რადიო თავისუფლება” მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება

Published on

მიხეილ სააკაშვილის დაკავებას საერთაშორისო მედია აქტიურად ეხმაურება
 
. "მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინაში ისევ დააკავეს" – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას „ნიუ იორკ თაიმსი“. ავტორი წერს, რომ სააკაშვილი გვიან ღამით ჩატარებული რეიდის დროს დააკავეს, რის შემდეგაც მისი მხარდამჭერები დაკავების იზოლატორთან შეიკრიბნენ.
 
სტატიაში წერია, რომ დემონსტრანტები შენობასთან ყოფნას სააკაშვილის გათავისუფლებამდე აპირებენ.
 
ავტორი აღნიშნავს, რომ სააკაშვილის მხარდამჭერები საქართველოს ყოფილ ლიდერს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში გმირად მიიჩნევენ.
 
"ვაშინგტონ პოსტი" მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ოპოზიციის უდრეკ ლიდერს უწოდებს და წერს, რომ მისმა დაკავებამ უფრო გაამძაფრა დაძაბულობა ქვეყანაში, რომელიც მასშტაბურმა აქციებმა და ამბოხებებმა ამ საუკუნეში უკვე ორჯერ შეარყია.
"უკრაინამ დააკავა კორუფციის მოწინააღმდეგე აქტივისტი – სააკაშვილი" – ასე დაასათაურა ამერიკულმა გამოცემამ სტატია. 

 
მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ მალევე გაავრცელა ინფორმაცია ტელეკომპანია BBC-მ. სტატიაში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი კიევში რამდენიმე დღის შემდეგ დააკავეს, რაც ის მხარდამჭერებმა პოლიციის მიკროავტობუსიდან გაათავისუფლეს.
 
BBC წერს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინაში პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ ანტიკორუფციულ აქციებს ხელმძღვანელობსю სტატიაში მოყვანილია თავად მიხეილ სააკაშვილის პოზიციაც, რომ ბრალდებები მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულია.
 
სააგენტოების ნაწილი კი უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის დაკავებით გამოწვეულ საპროტესტო ტალღაზე ამახვილებს ყურადღებას.
 
"სააკაშვილის მეორედ დაკავებას კიევის ცენტრში ასობით ადამიანი აპროტესტებს" – ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია „რადიო თავისუფლებამ“. ავტორი წერს, რომ ოპოზიციის აქტივისტები პარლამენტის შენობის მახლობლად მდებარე პოლიციის განყოფილებასთან ღამითვე შეიკრიბნენ და ყვიროდნენ: "სირცხვილი", "კიევო, ადექი".
 
 უკრაინის ოპოზიციის ლიდერის დაკავებამ შესაძლოა, პოროშენკოს წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქციები გამოიწვიოს. ამის შესახებ საუბარია სტატიაში, რომელიც Financial Times-მა გამოაქვეყნა.
 
ბრიტანული გამოცემის ჟურნალისტის აზრით, უკრაინის რევოლუცია და პრეზიდენტი მკაცრი გამოცდის წინაშე არიან. სტატიაში წერია, რომ პოსტსაბჭოთა პერიოდის ერთ-ერთი ყველაზეძლიერი  ლიდერის დაკავება კიევში დაძაბულობას აძლიერებს.
 
ავტორის შეფასებით, სწორედ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით მიმდინარე საპროტესტო აქციებმა გააძლიერა უკრაინის პრეზიდენტზე დასავლელი მხარდამჭერების ზეწოლა.
 

 
 

სიახლეები

“აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!” – “დროას” პასუხი რუსეთის პროკურატურას

პარტია დროა ეხმაურება რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ მათ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას. ისინი ამბობენ, რომ...

რუსეთის პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის ზედამხედველობის უწყების პრესსამსახურის ცნობით, გენერალურმა პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა "მკვეთრად გამოხატული რუსოფობიური...

კობახიძე ჰერჩინსკიზე – ტრაგიკული პიროვნებაა

ბატონი ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება. ეს შემიძლია კიდევ ერთხელ გითხრათ. იმაზე ტრაგიკულიც კი, ვიდრე...

მსჯავრდებული ორსულ მეუღლეს დაუკავშირდა და ციხეში ნარკოტიკული საშუალებების შეტანა დააორგანიზა – 4 პირს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და სპეციალური...