მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ნაციონალურ მოძრაობაში'' მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურებიან

,,ნაციონალურ მოძრაობაში” მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურებიან

Published on

,,ნაციონალურ მოძრაობაში''  უკრაინაში დღეს ღამით მიმდინარე მოვლენებს და მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურებიან.   
 
„შეთითხნილი ბრალდებები, რომელიც არავის სასაცილოდ არ ყოფნის არც უკრაინაში და არც უკრაინის ფარგლებს გარეთ,“ – ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გრიგოლ ვასაძემ  "კურიერის" პირდაპირ ეთერში გააკეთა. 
ვაშაძე აცხადებს, რომ პირველ რიგში აუცილებელია, მიხეილ სააკაშვილის უფლებები იყოს დაცული და ყველა პროცედურა წარიმართოს ყველა სამართლებრივი ნორმის დაცვით.
იგი საუბრობს  უკრაინაში არსებულ ვითარებასა და  მთავრობისადმი მოსახლეობის დამოკიდებულებაზეც  „უკრაინაში ყელში აქვს ყველას ამოსული კორუფციის არნახული მასშტაბები“ – აცხადებს გრიგოლ ვაშაძე. 
 
„მიხეილ სააკაშვილი საპატიმროს აუცილებლად დატოვებს, პოროშენკოს სხვა გამოსავალი არ აქვს, სააკაშვილის საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა პოროშენკოსთვის ბოლო დღეები იქნება,“- ამის შესახებ განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა „კურიერის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა. მისი თქმით, სააკაშვილი უკრაინელ ხალხთან ერთად გამარჯვებულია.
 
„ის, რასაც დღეს ვუყურებთ, ნიშნავს, რომ პოროშენკო არის ცაიტნოტში და აგონიაში მყოფი ადამიანის მსგავს ნაბიჯებს დგამს, ერთის მხრივ, მას უნდა რომ ყველა მეთოდით ხელისუფლება შეინარჩუნოს, მეორეს მხრივ, მას უჭირს უკრაინელი ხალხის და დასავლეთის ზეწოლის გამკლავება, ამას უკავშირდება გაუგონარი ნაბიჯები, რაც ბოლო დღეების განმავლობაში გადადგა… მიხეილ სააკაშვილს ყველაფერი შეიძლება დააბრალო დედამიწის ზურგზე, შეიძლება დააბრალო, რომ მარსიდან ჩამოვიდა, მაგრამ არ შეიძლება მას დააბრალო, რომ ის რუსეთთან არის კავშირში,“ – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა. 
 
„პოროშენკომ თავი მოიჭრა, თავისდაუნებურად, სააკაშვილი ამით კიდევ უფრო გააძლიერა, თავისი თავი კი დაიმცირა,“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა რურუამ „კურიერის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. 
 
„დაწყებული პასპორტის ჩამორთმევიდან დამთავრებული დღევანდელი დაკავებით არის ერთი დიდი პანიკური რეაქცია პოროშენკოს მხრიდან. პეტრო პოროშენკო შიშით აშკარად გონებადაბინდულია, რადგან ასეთი შეცდომები უპატიებელია,“ – აღნიშნა ნიკა რურუამ. 
 

სიახლეები

14-15 თებერვალს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო, 14-16 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, 14-15 თებერვალს...

ფიშერი- პაპუაშვილი 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე, ის 48 წლისაა, მეტი კომენტარი არ მაქვს

მე ბატონ პაპუაშვილს კარგად ვიცნობ, თუმცა ვიკიპედიის თანახმად, ის სწავლობდა გერმანიაში 4 წლის განმავლობაში...

ზუგდიდის დევნილთა დასახლებაში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ხანძარს ზუგდიდის დევნილთა დასახლებაში პენსიონერი ემსხვერპლა -  ცეცხლი კორპუსის მე-8 სართულზე საცხოვრებელ ბინაში გაჩნდა. პენსიონერი...

ქართულ ოცნებას კითხვებზე პასუხი გავეცით – BBC

BBC ფორმულასთან ამბობს, რომ ქართულ ოცნებას ე.წ. კამიტზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალასთან დაკავშირებულ სარჩელზე პასუხი...