მთავარისიახლეებიპოლიტიკაერთად დავიცვათ უკრაინა კორუფციისგან და თვითნებობისგან. ჩვენს გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს- აცხადებს...

ერთად დავიცვათ უკრაინა კორუფციისგან და თვითნებობისგან. ჩვენს გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი

Published on

„სააკაშვილი ავად გახდა, მას 40 გრადუსი სიცხე ჰქონდა. საჭირო იყო მისი სასწრაფოდ გადაყვანა მკურნალობისთვის. ამიტომაც ის ბინაში გადაიყვანეს., სწორედ იქიდან მოხდა მისი აყვანა  – განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა კობა ნაყოფიამ უკრაინულ გამოცემა страна.ua-სთან საუბარში იმ საკითხზე, თუ რატომ და ვის ბინაში იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილი .
 
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას.
 ბინაში.
 
ადვოკატების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს კვლავ მაღალი სიცხე აქვს და სავარაუდოდ ფილტვების ანთება აქვს, თუმცა ამის მიუხედავად მხნედ არის და მუშაობას განაგრძობს.
 
დღეს გაირკვევა, სასჯელის რა სახეს შეუფარდებენ მას, თუმცა უკვე აშკარაა, რომ მას დიდი დიდი ელექტრონული სამაჯურით შინაპატიმრობას შეუფარდონ, იმდენად უსუსურია ყველა ბრალდება, რომელსაც მას ამ დროისთვის უყენებენ.
მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ამზადებს დაკავებამდე დაანონსებულ აქციას, რომელიც ხვალ, 10 დეკემბერს გაიმართება კიევში. მან  მხარდამჭერებსა და უკრაინის სხვა მოქალაქეებსა წინასწარი დაკავების იზოლატორიდან წერილი გამოუგზავნა  აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. 
 
„ძვირფასო თანამებრძოლებო, ძვირფასო უკრაინელებო. ბარიგების ხელისუფლებამ მე დამაკავა აბსურდული ბრალდებებით. ამით მათ უნდათ დაგაშინონ თქვენ. არ შეგეშინდეთ არაფრის, უშიშრად გამოდით კვირას დაგეგმილ მშვიდობიან აქციაზე „იმპიჩმენტისთვის“. ერთად დავიცვათ უკრაინა კორუფციისგან და თვითნებობისგან. ჩვენს გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს. გამაგრდით!“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში. 
 
დღეს მიხეილ სააკაშვილმა  თავის პრესსპიკერად ელისაბედ სანდრა რულოვსი დანიშნა.  იზოლატორთან და კარვების ქალაქში ხალხმრავლობაა. მოქალაქეები  მიხეილ სააკასვილის დაკავებას აპროტესტებენ. 
 
 
 

სიახლეები

“სისტემური რეპრესიების წელი” – სალომე ზურაბიშვილმა 2025 წელი შეაჯამა

სისტემური რეპრესიების წელი, - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გასული წელი. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო...

4-მილიონიან ქვეყანაში 64 უნივერსიტეტის არსებობა განათლების ხარისხს აუარესებს- კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერმა უმაღლესი განათლების სისტემას არასათანადოდ აფასებს და აცხადებს, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში 64...

წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელს მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და მიიმალა

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ...

მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე, ეს პატიოსანი ხალხი გაუშვით – მურთაზ ზოდელავა

მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე - ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა...