მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ სააკაშვილი, ნუ შეარცხვენთ უკრაინას მთელი მსოფლიოსა და საკუთარი ერის თვალში!"-...

,,დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ სააკაშვილი, ნუ შეარცხვენთ უკრაინას მთელი მსოფლიოსა და საკუთარი ერის თვალში!”- იულია ტიმოშენკო პოროშენკოს მიმართავს

Published on

იულია ტიმოშენკო პეტრო პოროშენკოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. პარტია "ბატკივშჩინას" ლიდერმა უკრაინის პრეზიდენტს Facebook-ის საშუალებით მიმართა.
 
იულია ტიმოშენკომ ოდესის ყოფილი გუბერნატორისა და მის დაკავებას შორის პარალელი გაავლო.
 
"მესმის, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩასვა არა გენერალურმა პროკურორმა, არა სასამართლომ, არა რომელიმე სხვა სამართალდამცველმა სტრუქტურამ, ის ჩასვით ზუსტად თქვენ. ამიტომაც მოგმართავთ თქვენ, დაუყოვნებლივ გააუქმეთ თქვენი ყველა ბრძანება. ნუ შეარცხვენთ უკრაინას მთელი მსოფლიოსა და საკუთარი ერის თვალში. დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ სააკაშვილი,"- წერს იულია ტიმოშენკო.
 
პარტია "ბატკივშჩინას" ლიდერის თქმით, პრეზიდენტობის მეოთხე წელს პოროშენკო ერთდროულად გახდა პრეზიდენტი, პროკურორი, პარლამენტი, მთავრობა, სასამართლო და ყველა ტელეკომპანიის გენერალური პროდიუსერი.
 
"ახლა თქვენ ყველა ოპონენტს გისოსებს მიღმა ისვრით. ისე, როგორც ამას იანუკოვიჩი აკეთებდა. გახსოვდეთ, როგორ დასრულდა ყველაფერი,"- მიმართავს იულია ტიმოშენკო უკრაინის პრეზიდენტს. 

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...