მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის მერია ნათხოვარ ილუმინაციებს ახალი წლის შემდეგ თბილისს დაუბრუნებს

ზუგდიდის მერია ნათხოვარ ილუმინაციებს ახალი წლის შემდეგ თბილისს დაუბრუნებს

Published on

ზუგდიდში  საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი 25 დეკემბრისთვის დასრულდება,გასულ წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან საახალწლო სანათების შესაძენად 53 ათას ლარზე მეტი გამოიყო, თუმცა წელს ტენდერი არ გამოცხადებულა.როგორც მერიაში განმარტავენ, ეს ბიუჯეტის დაზოგვის მიზნით მოხდა, თბილისის მერიაში თხოვნის წერილის გაგზავნის საფუძველზე. „თბილისის მერიამ გვათხოვა განათებები და უნდა დავუბრუნოთ, როგორც კი მორჩება ახალი წლის სადღესასწაულო დღეები, ისევ უკან უნდა დავუბრუნოთ“- აცხადებენ ზუგდიდის მერიაში.“ზუგდიდს აც ქონდა ძცელი განათებები, ისიც ადგილზეა და იმასაც ვიყენებთ, მანდ ზოგიერთი გაფუჭდა, რაც არის აგერაა ყველაფერი. ეს კი თბილისმა ათხოვა ჩვენს მერიას და მე მერიამ გადმომცა“- განუცხადა „ოდიშინიუსს“ ზუგდიდის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა მამუკა ციმინტიამ, მისივე განმარტებით ქალაქში მხოლოდ ერთ ადგილას- სკეიტპარკში იქნება ნაძვის ხე და მოირთვება ცენტრალური ბულვარი და მიმდებარე ტერიტორია.

სიახლეები

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...

ოცნების მთავრობა ირანს აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილს უსამძიმრებს

ივანიშვილის მთავრობა ირანს აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილს უსამძიმრებს, – ამის შესახებ უწყებამ განცხადება გაავრცელა. „სამძიმარს...

ირანმა კვიპროსზე ბრიტანულ ავიაბაზასა და თურქეთში აშშ-ის ბაზაზე იერიშები მიიტანა

კვიპროსზე ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ავიაბაზაზე თავდასხმა განხორციელდა. ბაზას ირანული დრონი დაესხა თავს. Daily Mail-ის ინფორმაციით,...