მთავარისიახლეებიპოლიტიკაუკრაინულ მედიაში ვრცელდება განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილი დააკავეს კლინიკაში, სადაც...

უკრაინულ მედიაში ვრცელდება განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილი დააკავეს კლინიკაში, სადაც სიცხიანი იწვა

Published on

უკრაინულ მედიაში გაჟღერდა  ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი დააკავეს   კლინიკაში, სადაც ფარულად, სიცხიანი იწვა.
 
,, თუ ეს ასეა და სააკაშვილი კლინიკაშია დაკავებული, ეს ეთიკის ზღვარს სცდება და მეორე, მთავარი ნიუსი ის არის,  რომ ის დააკავეს არა შსს-ს თანამშრომლებმა, არამედ უშიშროების თანამშრომლებმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებაში ბზარი არსებობს.'' –  განცხადებას ამის შესახებ, უკრაინელი პოლიტოლოგი, ოლექსეი იაკუბინი აკეთებს. 
 
მისივე თქმით,  ხელისუფლებას ეშინია, რომ სააკაშვილზე საინფორმაციო შეტევა გაგრძელდება, თუმცა ეს არ მოხდება. როგორც ჩანს, გადაწყვეტილება სპონტანურად არის მიღებული. 10-ში დაგეგმილ აქციას, მთავარი გმირი მოაშორეს, როგორც ჩანს შეეშინდათ იმისა, რომ აქციაზე უფრო მეტი ხალხი გამოვიდოდა. მოახდინეს მთავრი გმირის იზოლირება. მთავარი მიზანი მისი დაკავებისა დეპორტაციაა პოლონეთში, ან ნიდერლანდებში. 
 
,,ხელისუფლება არ დაუშვებს იულია ტიმოშენკოს სცენარის განმეორებას და სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრად ქცევას, რადგან გასაგებია რომ დასავლეთში საუბარს ყველა ამ ტემით დაიწყებს'' – განაცხადა პოლიტოლოგმა იაკუბინმა.

სიახლეები

EU-ის ქვეყნებიდან გამოძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა

EU-ის ქვეყნებიდან გამოძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა - 2025 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში...

მადამ პრეზიდენტ – ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილზე

"მადამ პრეზიდენტ, რა ჰქვია იმას, სალომე ზურაბიშვილის შედგენილ რეზოლუციაზე სერიოზულად როგორ გელაპარაკოთ? იმის შედგენილია...

ტროტუარზე დგომის გამო, ელენე გელაშვილს 2-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ტროტუარზე დგომის გამო უწყვეტი პროტესტის მონაწილეს, ელენე გელაშვილს 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად...

შსს-ს განცხადებით, “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, "ქურდულ...