მთავარისიახლეებისაზოგადოებასაჯარო სკოლები თანამშრომლობისთვის უფრო ღია უნდა გახდნენ - გიორგი გახელაძე

საჯარო სკოლები თანამშრომლობისთვის უფრო ღია უნდა გახდნენ – გიორგი გახელაძე

Published on

უსაფრთხო სკოლა უნდა იყოს ზრუნვაზე ორიენტირებული. ზრუნვა არა მხოლოდ მოფერებას, ან დაყვავებას, არამედ შესაბამისი ცოდნის მიცემას, უფროს-უმცროსსა თუ თანატოლთა შორის ქცევას გულისხმობს, – ამის შესახებ განათლების სპეციალისტმა, გიორგი გახელაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.„როცა ვზრუნავთ, პრობლემებს ვხედავთ. გულისხმიერება ზრუნვის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა, როცა ადამიანის წუხილსა და სიხარულს არ უგულებელვყოფთ. ესაა მოდელი, კონცეფცია, რაც სკოლაში უნდა დამკვიდრდეს“, – განაცხადა გახელაძემ.როგორც განათლების სპეციალისტმა აღნიშნა, იმისთვის, რომ სკოლა უსაფრთხო გახდეს, საჯარო სკოლები თანამშრომლობისთვის უფრო ღია უნდა იყვნენ.აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად – რას გულისხმობს უსაფრთხო სკოლა და რამდენად ეფექტიანი იქნება კონტროლზე ორიენტირებული მიდგომა?„პირველ რიგში, საჯარო სკოლები თანამშრომლობისთვის უფრო ღია უნდა გახდნენ ერთი მხრივ სამართალდამცავ ორგანოებთან, მეორე მხრივ კი სოციალური მომსახურების სამსახურებთან. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აქვს ადმინისტრაციული ბერკეტი, რომ სკოლა ნაკლებად იზოლირებული ინსტიტუცია გახდეს“, – განაცხადა გიორგი გახელაძემ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...