მთავარისიახლეებიპოლიტიკანინო ლომჯარია უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა.

ნინო ლომჯარია უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა.

Published on

ახალი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია უფლებამოსილების  შესრულებას შეუდგა. ის უკვე მივიდა სახალხო დამცველის ოფისში, თანამშრომლებს გაეცნო და ომბუდსმენის სტატუსით პირველი კომენტარიც გააკეთა. მან რამდენიმე პრიორიტეტზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის ქალთა და არასრულწლოვანთა უფლებებზე.ნინო ლომჯარია პარლამენტმა სახალხო დამცველის პოსტზე 30 ნოემბერს აირჩია. ლომჯარიას კანდიდატურა ქართულმა ოცნებამ არასამთავრობოების მიერ შერჩეული კანდიდატებიდან აარჩია.ომბუდსმენობამდე ნინო ლომჯარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე იყო. მანამდე კი “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ.საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სახალხო დამცველს პარლამენტი 5 წლით ირჩევს. უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა 7 დეკემბერს ამოეწურა.

სიახლეები

აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...