მთავარისიახლეებიპოლიტიკადაკავებულ მიხეილ სააკაშვილს სამედიცინო შემოწმება უტარდება. დააკავეს თუ არა იგი კლინიკაში?

დაკავებულ მიხეილ სააკაშვილს სამედიცინო შემოწმება უტარდება. დააკავეს თუ არა იგი კლინიკაში?

Published on

დავით საყვარელიძე უარყოფს, რომ  მიხეილ სააკაშვილი დააკავეს კლინიკაში, სადაც სიცხიანი იწვა.
 
მას სწორედ იმ ბინაში დაესხნენ თავს,  სადაც კარვიდან გადაიყვანეს, რომ   სახლის პირობებში ემკურნალა… 
 
დავით საყვარელიძის  ინფორმაციით მიხეილ სააკაშვილი ბოლო დღეებში ძლიერ იყო გაციებული და გამუდმებით ჰქონდა მაღალი სიცხეები, რის გამოც მისი გადაყვანა ქუჩაში გაშლილი კარვიდან ბინაში აუცილებელი გახდა. , ბინა ეკუთვნის სანდო ადამიანს, ერთერთ მეგობარს, მაგრამ  ,,შეუძლებელია, ამ კალიბრის კაცი სულ იმალებოდეს და ესეც ალბათ, გარდაუვალი იყო''
 
,,ეს ბრძოლის ერთ-ერთი ეტაპია, ამასაც გადავიტანთ, მინდა მივმართო ჩვენს მხარდამჭერებს, ნუ ინერვიულებთ, ყველაფერი კარგად იქნება…"– აცხადებს დავით საყვარელიძე
 
ამ დროისათვის მიხეილ სააკაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორშია და  სამედიცინო შემოწმება უტარდება. ინფორმაციას მისი ჯანრთელობის მდგომარეობის შესახებ ადვოკატები გაავრცელებენ, როგორც კი მასთან შეხვედრას შეძლებენ 

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...