მთავარისიახლეებიპოლიტიკა2018 წლის დასაწყისიდან, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური შევა.

2018 წლის დასაწყისიდან, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური შევა.

Published on

2018 წლის დასაწყისიდან, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური შევა.ამის გადაწყვეტილება თამაზ მეჭიაურმა მიიღო.მისივე განცხადებით, აუდიტის სამსახურს მან პირადად მიმართა. „შემოწმება აუცილებელია, თუნდაც იმისთვის, რომ ვიცოდეთ, რა რეალური სურათია ფინანსების ხარჯვის კუთხით. ძალიან არასახარბიელო მდგომარეობა დამხვდა. უკვე გახარჯულია გარკვეული პროგრამების ბიუჯეტი – სოციალური მიმართულებით, ასევე კულტურული ღონისძიებებისთვის განკუთვნილი, გარე განათების მოწყობის და ა.შ. ვეძებთ უკვე საკრებულოსთან ერთად გზებს, რომ სხვა მუხლებიდან მოვახერხოთ ამის დაფინანსება, რათა არ შეწყდეს სხვადასხვა სამსახურების ნორმალური ფუნქციონირება. საკრებულო ჩემს მიმართ ოპოზიციურია – 2/3 „ქართული ოცნებისაა“, მაგრამ ვახერხებთ ოქროს შუალედის მონახვას. თუმცა, არის საღი ძალებიც უმრავლესობაში, რომლებიც რაიონის ინტერესს წინა პლანზე აყენებენ, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ცდილობენ პროცესი შეაფერხონ“, – განაცხადა მეჭიაურმა. მისივე განცხადებით, მომავალი წლიდან თიანეთის მერიაში აუდიტის სამსახური გეგმიური შემოწმების ფარგლებში შევა. „თავის გეგმაში ეს უკვე ჩასმული აქვს და რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, ეს შემოწმება წლის დასაწყისში დაიწყება. ალბათ, მოხდება იმის გამოაშკარავება, თუ როგორ ხდებოდა საბიუჯეტი სახსრების ხარჯვა და რამდენად მიზნობრივი იყო ის. ჩვენი ძალებითაც, შიდა აუდიტის მეშვეობით, ვამოწმებთ სხვადასხვა მიმართულებებს. იმედი მაქვს, თანდათან მართვას დაექვემდებარება სიტუაცია“, – განაცხადა მეჭიაურმა და დასძინა, რომ პირველადი შეფასებით, შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებიც გამოიკვეთოს. „არაფერს გამოვრიცხავ. არ მინდა ეს იყოს შემოწმება შემოწმებისთვის, რომ მეისრეები დაისაჯონ. აქ ჩემთვის საინტერესოა, რომ მივიდეთ იქამდე, საიდანაც ხდებოდა წახალისება ამ დარღვევების. შესაძლებელია ეს იყო ადგილობრივ დონეზეც, მაგრამ ვფიქრობ, ეს იყო მაღალი ეშელონებიდან და არა კერძო ინიციატივით ჩადენილი ქმედებები. მე არ გავუსწრებ მოვლენებს წინ და დაველოდები შედეგებს. ჩემგან უკვირთ აუდიტი შემოყავსო და კახა კალაძემაც იგივე გააკეთა. არადა, მას სრული მხარდაჭერა ჰქონდა თავისი გუნდიდან. მე სხვისი ნამოქმედარის შემოწმება მაინტერესებდა, კალაძეს კი თავისი გუნდის წარმომადგენლის. როგორც ჩანს, დაინახა რაღაც პრობლემები და მასაც აინტერესებს, დაიწყოს ათვლა იმ რეალობიდან, რა რეალობაშიც არის ქალაქი. ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ყველაზე ნაკლები უნდა იყოს პოლიტიზირების მაჩვენებელი“, – განაცხადა მეჭიაურმა. 
 

სიახლეები

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...