მთავარისიახლეებისაზოგადოებაNASA-ს ასტრონავტი ქალი ჰაიდი ფაიფერი დღეს ზუგდიდელ მოსწავლეებს შეხვდა

NASA-ს ასტრონავტი ქალი ჰაიდი ფაიფერი დღეს ზუგდიდელ მოსწავლეებს შეხვდა

Published on

NASA-ს ასტრონავტი ჰაიდი ფაიფერი დღეს ზუგდიდში  "მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებებისათვის" ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროგრამის, "კოსმოსური ბანაკის" ფარგლებში, ბანაკის მონაწილეებს შეხვდა და მათი ნამუშევრები შეაფასა.ჰაიდი ფაიფერი საზღვაო ძალების კაპიტანი და კოსმოსური ხომალდის ეკიპაჟის წევრია, რომელიც   ნასას 1993 წელს შეუერთდა და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში სამუშაოდ 2006 წელს კოსმოსურ ხომალდ ატლანტისით, ხოლო 2008 წელს ხომალდ ენდევორით გაფრინდა კოსმოსში.
ჰაიდიმ 27 დღის განმავლობაში იცხოვრა და იმუშავა კოსმოსში. მან მოსწავლეებს წაუკითხა ლექცია კოსმოსში ცხოვრების, მუშაობის, გამოცდილებისა და თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების სამომავლო გეგმებზე. პროგრამა  ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება. დღევანდელ შეხვედრას ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშე დამიან ვომბლერიც ესრებოდა.პროექტი ‘’კოსმოსური ბანაკი’’-ს  ზუგდიდელი მონაწილეები უკვე მეორე კვირაა რაც პრაქტიკულ სამუშაოებზე გადავიდნენ.  პირველი ლექცია მათ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე ჩაუტარდათ, სადაც  ისინი  გაეცნენ საფრენი და სხვა აპარატების მინიატურული ნიმუშების აგების პრინციპს. გამოცდილი ტრენერების დახმარებით მათ საშუალება მიეცათ რამდენიმე ნამუშევარი შეექმნათ, რომელიც გუნდური მუშაობის მეთოდით განახორციელეს და პროგრამის შემდგომ  ეტაპზე  გადავიდნენ. პროგრამის ბოლო ეტაპს წარმოადგენს მინიატრული მაკეტების გამოფენა, რომელიც თბილისში გაიმართება.
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...