მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის განყოფილების უფროსმა დავით ესებუამ თანამდებობა დატოვა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის განყოფილების უფროსმა დავით ესებუამ თანამდებობა დატოვა.

Published on

ცნობილი ხდება, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის განყოფილების უფროსმა დავით ესებუამ თანამდებობა დატოვა.მერიაში აცხადებენ, რომ  მან პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე 4 დეკემბერს დატოვა.მერიაში არ ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ეს რამდენიმე დღის წინ ამავე სამსახურის უფროსი სპეციალისტის დაკავებას უკავშირდება. „არანაირი კავშირი არ აქვს ამ ორ საქმეს ერთმანეთთან, მიზეზი არ ვიცით წასვლის, ვიცით მხოლოდ ის, რომ პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა“- უთხრა „ოდიშინიუსს მერიის პრესსამსახურის უფროსმა მაგდალინა თოდუამ.შეგახსენებთ, რომ  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტი 4 დეკემბერს  სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე დააკვა.ბრალდებულმა წინასწარ აიღო ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი 10 000 აშშ დოლარი. უწყების ინფრომაციით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ზუგდიდში რესტორნის მშენებლობის ნებართვის გაცემის და სამშენებლო პროექტის დამტკიცების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 20 000 აშშ დოლარი.გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 11 დან 15 წლამდე.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...