მთავარისიახლეებიპოლიტიკათქვენ გმირები ხართ. ქართველები თქვენზე საუბრობენ – სანდრა და მიხეილ სააკაშვილებმა რადასთან...

თქვენ გმირები ხართ. ქართველები თქვენზე საუბრობენ – სანდრა და მიხეილ სააკაშვილებმა რადასთან შეკრებილებს მიმართეს

Published on

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა კიევში იმყოფება.
უკრაინაში გუშინ განვითარებულ მოვლენებს მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი თბილისიდან ადევნებდა თვალს. თუმცა უკრაინაში შექმნილი დაძაბულობის გამო, ის კიევში გაემგზავრა. სანდრა რულოვსის თქმით, სააკაშვილის დაკავებას ამერიკიდან და ევროპიდან გამოხმაურებები მოჰყვა.
 
„რომ გავიგე, მიშას დაკავებას ჰქონდა ადგილი, არ ვიცოდი რა მექნა, ვურეკავდით ნათესავებს, მეგობრებს, ვიღებდით წერილებს, სიმპატიის მესიჯებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რაც არ მომეწონა, რაღაც ასე არ ჩანდა, ცოტა დრო გავიდა, იმედის ნაპერწკალი გაგვიჩნდა. ხალხი მატულობდა. დრო რომ გავიდა, რეაქციებიც იყო ევროპიდან, ამერიკიდან და ეს ყველაფერი იყო მიშას უსაფრთხოებაზე, გამჭვირვალე პროცესების მნიშვნელობაზე. ვფიქრობდით, რომ რაღაც კარგად მიდის საქმე და ცოტათი ამოვისუნთქეთ, მაგრამ შუაღამემდე დაძაბულობა იყო და გადავწყვიტე, რომ კიევში ჩამოვსულიყავი,“ – განაცხადა სანდრა რულოვსმა.   
 
ცოტა ხნის წინ, ლედი სანდრა მეუღლის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად რადასთან მიმდინარე აქციაზე მივიდა.

 
თქვენ გმირები ხართ. ქართველები თქვენზე საუბრობენ, – ასე მიმართა  სანდრა რულოვსმა უკრაინის რადასთან შეკრებილ მოქალაქეებს. 
„მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩვენი ოჯახის სახელით, ვინც გუშინ ჩემი მეუღლის დაკავებისას მასთან ერთად იყო. თქვენ გმირები ხართ. ქართველები თქვენზე საუბრობდნენ. გამარჯვება აუცილებლად იქნება, თუმცა ბრძოლის გარეშე არაფერი გამოვა“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა. 
 
 
თავის მხრივ, პარლამენტის შენობასთან შეკრებილებს მიმართა მიხეილ სააკაშვილმაც.
 
„მათ ისტერიულად სურთ დამაშორონ ხალხს, რომ მე არ გავაკეთო ის, რასაც ვაკეთებ. ის, რაც აქ ხდება, ეს არ არის მიხო-მაიდანი, ეს უკრაინის ბანაკია უკრაინელებისთვის. მე აქ იმიტომ ვარ, რომ ხალხს დავეხმარო. ჩვენს გეგმებს დღეს საღამოს დავაანონსებ, ჩვენი გეგმაა დანაშაულებრივი დაჯგუფებები ჩამოვაშოროთ სამართალდამცველ სტრუქტურებს და პოროშენკოს იმპიჩმენტი დავიწყოთ. გუშინ მათ პროვოკაცია მოაწყვეს. ეს იყო ძალის დემონსტრირება. პოროშენკოს სურდა ძალა ეჩვენებინა, როდესაც ჩვენ ბევრნი ვიქნებით, კანონიერად, გადატრიალებისა და ძალადობის გარეშე წესრიგსა და დემოკრატიას დავამყარებთ და ბოლოს მოვუღებთ დიქტატურას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...