მთავარისიახლეებისაზოგადოება"საია"-ს თავმჯდომარედ სულხან სალაძე აირჩიეს

“საია”-ს თავმჯდომარედ სულხან სალაძე აირჩიეს

Published on

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას" ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ანა ნაცვლიშვილი "საია"-ს პროექტების კოორდინატორმა, სულხან სალაძემ ჩაანაცვლა. სალაძე საქმიანობას დღეიდან შეუდგება და არასამთავრობო ორგანიზაციას მომდევნო ერთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.შეინარჩუნებს თუ არა ახალი თავმჯდომარე საზოგადოებრივ მაუწყებელზე ბორდის წევრის სტატუსსა და როგორი იქნება მისი პირველი ნაბიჯები, ამის შესახებ საუბარს სულხან სალაძე დღეს მედიასთან შეხვედრის დროს აპირებს.„კანდიდატებმა წარვადგინეთ ჩვენი ხედვა და ჩვენი მოსაზრება საკითხებთან დაკავშირებით. როგორ გვესახება ორგანიზაციის შემდგომი განვითარება, ასევე გარე გამოწვევები, რომელიც ორგანიზაციის წინაშე დგას და რომელზეც ორგანიზაცია ყოველთვის უნდა იყოს მობილური და ძალიან სწრაფი, რომ გამოხატოს თავისი რეაქცია ამ საკითხებზე,“ – განაცხადა საქართველოს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ახლად არჩეულმა თავმჯდომარე სულხან სალაძემ.  

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...