რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.ამის შესახებ მან ნოვგოროდის მიტინგ-კონცერტზე, გორკის ავტომობილის 85 წლის იუბილეს აღნიშვნის დროს განაცხადა. "მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩემს კანდიდატურას ვაყენებ. ამაზე საუკეთესო ადგილი და მიზეზი ამის გამოცხადებისთვის, მგონი არ არსებობს", – თქვა პუტინმა.რუსული კანონმდებლობა ვლადიმერ პუტინს კიდევ ერთი ვადით პრეზიდენტობის უფლებას აძლევს. ის პირველად პრეზიდენტად 2000 წლის 26 მარტს აირჩიეს, მეორედ 2004 წელს, მესამედ კი 2012 წელს.ამ დროისთვის რუსეთის პრეზიდენტობაზე კანდიდატურა წამოაყენეს ვლადიმერ ჟირინოვსკიმ, გენადი ზიუგანოვმა, ქსენია სობჩაკმა, ეკატერინე გორდონმა და პორნო მსახიობმა ელენა ბერკოვამ, რომელსაც საპრეზიდენტო ასაკი – 35 წელი ჯერ არ შესრულებია.რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 18 მარტს ჩატარდება.
სიახლეები
საზოგადოება
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...
სიახლეები
პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე
დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...
სიახლეები
ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...
სიახლეები
ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...