ვითარება დაიძაბა ცოტა ხნის წინ კიევის ცენტრში. რადას შენობასთან, სადაც აქცია მიმდინარეობს, დაახლოებით ერთი საათის წინ სპეცრაზმი გამოჩნდა. სამართალდამცველები დემონსტრაციის დაშლას ცდილობენ.მათ ცრემლსადენი გაზი და სავარაუდოდ, რეზინის ტყვიები გამოიყენეს. მოხდა დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმს შორის. გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაკავებულები და დაშავებულებიც.სამართალდამცველებმა კარვების ქალაქის დაშლა სცადეს. სპეცრაზმელების იერიშის მოგერიება აქციის მონაწილეებმა რამდენჯერმე შეძლეს. ისმის სროლის ხმა. აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებისგან გამყოფი ბარიკადები საბურავებისგან ააგეს. მთელი ღამის განმავლობაში აქციის მონაწილეებთან ერთად იმყოფებოდა საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი. "ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერმა მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. სააკაშვილი ამბობს, რომ თავდასხმებით უკრაინის ხელისუფლება აქციის მონაწილეთა ნებისყოფას ამოწმებს. „ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდად, წყნარად. ხალხი მობილიზებულია, ახლა შეამოწმეს ხალხის მობილიზაცია, კიდევ მთელი კიევი მოვარდება რამდენიმე ათასი კაცი. ისინი ამოწმებენ ხალხს, ხალხი ამოწმებს თავის თავს. მაგრები არიან, მობილიზაციას აკეთებენ სწრაფად,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სიახლეები
სიახლეები
კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა
ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...
სიახლეები
მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....
სიახლეები
ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე, რომლიც 145 იურიდიულ და ფიზიკურ პირს შეეხებათ
ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე შეთანხმდნენ. შეზღუდვები სულ 145 ფიზიკურ და იურიდიულ პირს...
სიახლეები
პენსიონერი ცოლ-ქმარი ქონებრივი დავის გამო ჩაცხრილეს – დაკავებულია ერთი პირი
პენსიონერი ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა,...