მთავარისიახლეებისაზოგადოებაეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩების მსაჯის ცხედარი მალთაყვის ტყეში იპოვეს

ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩების მსაჯის ცხედარი მალთაყვის ტყეში იპოვეს

Published on

ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩების მსაჯის ცხედარი მალთაყვის ტყეში იპოვეს. საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული, თუმცა ოფიციალური ვერსიის ოჯახს არ სჯერა. გარდაცვლილის მეუღელე და დედა „კურიერს“ იმ ინციდენტის შესახებ უყვებიან, რომელიც მსაჯის გაუჩინარებას წინ უძღოდა.გუშინ ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მსაჯს უცნობმა პირებმა სახლში მიაკითხეს და დაძაბული საუბრის დროს ფულს სთხოვდნენ. არის ვერსია, რომ შესაძლოა, ილო ტუღუშის სიკვდილი ჩაწყობილ თამაშებს უკავშირდებოდეს.„აქ მომაკითხეს, რაღაც თანხაზე იყო საუბარი. ეძებდნენ ჩემს ქმარს, არ ვიცი რა მოხდა. თანამდებობა უნდოდათ და ვერ დასვა ჩემმა ქმარმა და სთხოვდნენ ჩემს ქმარს. 5000 ლარს ითხოვდნენ. მოკლულია ჩემი ქმარი,“- განაცხადა ილო ტუღუშის მეუღლემ, ეკა ტუღუშმა. ანალოგიურს ჰყვება გარდაცვლილის დედა. მანანა ტუღუში ამტკიცებს, რომ მისი შვილი მოკლეს.ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა კომიტეტში კი ამბობენ, რომ მომხდარის შესახებ რამდენიმე საათის წინ გაიგეს. კომიტეტის თავმჯდომარე ვერსიას, რომ შესაძლოა, ილო ტუღუშის სიკვდილი ჩაწყობილ თამაშებს უკავშირდებოდეს, გამორიცხავს. ლევან მიქელაძე ამბობს, რომ გარდაცვლილი მსაჯი იყო და მას კავშირი არ ჰქონია გუნდთან.

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...