მთავარისიახლეებიპოლიტიკა„TV პირველის“ ჟურნალისტს ვახო სანაიასა და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტ თამარ ნუცუბიძეს „ბორისპოლის“...

„TV პირველის“ ჟურნალისტს ვახო სანაიასა და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტ თამარ ნუცუბიძეს „ბორისპოლის“ აეროპორტში უკრაინის საზღვრის გადაკვეთაზე უარი უთხრეს.

Published on

რამდენიმე ქართველი ჟურნალისტი უკრაინაში არ შეუშვეს. „TV პირველის“ ჟურნალისტს ვახო სანაიასა და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტ თამარ ნუცუბიძეს „ბორისპოლის“ აეროპორტში უკრაინის საზღვრის გადაკვეთაზე უარი უთხრეს. როგორც ვახო სანაიამ „TV პირველის“ პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს განაცხადა, ის აეროპორტში უკრაინელმა მესაზღვრეებმა 45 წუთი შეაყოვნეს, შემდეგ კი უთხრეს, რომ უკრაინაში მისი შესვლის მიზეზი დაუსაბუთებელი იყო. „ორი საათის წინ ჩამოვედი ბორისპოლის აეროპორტში, მაგრამ მომიწევს საქართველოში დაბრუნება. საზღვარზე პასპორტის კონტროლის დროს შემაყოვნეს, შემდეგ კი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა გადაწყვიტეს, რომ არ შევეშვი ქვეყანაში. მათ შაბლონური პასუხი გვითხრეს, რომ ჩვენი ქვეყანაში შესვლის მიზანი არის დაუსაბუთებელი. არადა მიზანი არის ძალიან ნათელი – მივდიოდით ჩვენი ჟურნალისტური საქმიანობის შესასრულებლად. ასევე, ადგილზე გვხვდებოდა ჩვენი უკრაინელი კოლეგა, რომელთან ერთადაც უნდა მემუშავა“, – განაცხადა ვახო სანაიამ.
თამარ ნუცუბიძის ინფორმაციით კი, მესაზღვრემ როგორც კი შეამოწმა მისი პასპორტი, სთხოვა გვერდზე მოეცადა, 3-საათიანი ლოდინის შემდეგ კი უთხრეს, რომ მას უკრაინაში არ შეუშვებდნენ. ქართველი ჟურნალისტები უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებული მოვლენების გასაშუქებლად მიდიოდნენ.
 

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...