მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: ვერასდროს მიხილავთ გაქცეულს ზურგიდან და ვერც ჩემს შეშინებულ სახეს !

მიხეილ სააკაშვილი: ვერასდროს მიხილავთ გაქცეულს ზურგიდან და ვერც ჩემს შეშინებულ სახეს !

Published on

,,ბანკოვაიაზე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის პირდაპირი პასუხი  გუშინდელ მარშზე'' – ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ულრაინის ოპოზიციური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი პოროშენკოს რეჟიმის მიერ პირადად მასა და მის თანამოაზრეებზე  მიტანილ მორიგ იერიშს, რომელიც ბენდუქიძის ანტიკორუფციული ცენტრის წინაღმდეგ საქმის აღძვრასა და ოფისის ორი თანამშრომლის დაკავებაში გამოიხატა.
 
 ჩემს გაქცეული ზურგს ან შეშინებულ სახეს ვერასდროს იხილავთ! – მიმართავს მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოსა და მის გუნდს.  

 

,,გენერალურმა პროკურატურამ საქმე აღძრა ბენდუქიძის ცენტრზე, რომელსაც ვლადიმერ ფედორინი ხელმძღვანელობს და  რომლის თანადამფუძნებელიც  ვარ მე.
საქმე აღიძრა  ჯაშუშობის სტატიით, რომელიც ფორმულირებულია როგორც  "ინფორმაციის მიწოდება უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლებისათვის" და წარმოადგენს  პროკურატურის პირდაპირი დავალებას  შეგროვდეს ჩვენზე "მაკომპრომეტირებელი მასალები". (მე, 30 წლიანი სტაჟის მქონე იურისტი, პირველად ვხედავ მსგავს რამეს,  ქაღალდზე დაწერილს)
 
ამ საცირკო  სიტუაციის არსი იმაშია, რომ ცენტრის  ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არის უკრაინის პოპულარიზაცია მთელს მსოფლიოში და ინფორმაციის გადაცემა უკრაინელებისა და  უცხოელებისათვის.  საბრალო კახა ბენდუქიძე ალბათ საფლავში ბრუნავს და მოკითხვას უთვლის პოროშენკოს.
 
დილიდან დააკავეს ოფისის ორი თანამშრომელი: ნაზარი და სევერი.    კიევის ოლქის ერთ-ერთი კოორდინატორი სევერიონ ღონღაძე (მიუხედავად იმისა, რომ  ქართული გვარი აქვს, 100%-იანი უკრაინელია) მოთავსებულია ციხეში. ახლა მიმდინარეობს  ჩვენი "ახალი ძალების მოძრაობის" ბორისპოლის ორგანიზაციის ხელმძღვანელის იაროსლავ სარაფინიუკის  ბინის ჩხრეკა.
 
პოროშენკო უფრო და უფრო მიახლოვდება. ეი, თქვენ მანდ, პეჩორის სამკუთხედში მყოფნო, ნუთუ "წინამორბედთა" გამოცდილებამ  არაფერი გასწავლათ?
ნებისმიერ შემთხვევაში ვერასოდეს მიხილავთ გაქცეულს ზურგიდან ან ჩემს შეშინებულ სახეს !
 
პუტინის არ შემშინებია და მით უმეტეს ამ ბარიგების.'' – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი
 
  

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...