მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ჩემს ხელზე დადებულ ბორკილებს ვუნახავ პოროშენკოს"- სააკაშვილი

“ჩემს ხელზე დადებულ ბორკილებს ვუნახავ პოროშენკოს”- სააკაშვილი

Published on

ჩემს ხელზე დადებულ ბორკილებს ვუნახავ პოროშენკოს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ”რუსთავი2”-თან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ სამართალდამცველებსაც და უკრაინის ხელისუფლების დრო წასულია. ”მენდეთ, უკრაინის ხელისუფლების დრო წასულია. ბორკილებს ვუნახავ პოროშენკოს. სამართალდამცავები, რომლებიც ჩემს სახლში შემოვიდნენ, მათი ნაწილი ძალიან კარგად იყო განწყობილი ჩვენს მიმართ. ერთი-ორმა ჩუმად მითხრა, რომ ჩვენი აქტივისტები არიან, ”ეს-ბე-უშნიკები”, რომლებთან ერთადაც ავტომობილში ვიყავი, 7-დან 3 ნამდვილად ჩვენს მხარეს იყო და 2 გაურკვევლობაში. დარწმუნებული ვარ, ხელბორკილებს ამათ წინააღმდეგ სიამოვნებით გამოიყენებენ ”ეს-ბე-უშნიკები“. ხელბორკილები მომხსნეს სამართალდამცავებმა და მაინც და მაინც წინააღმდეგობა არ გაუწევიათ ჩემი გათავისუფლების დროს”, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.  

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...