მთავარისიახლეებიპოლიტიკაუკრაინული ტელეარხი, რომელიც გუშინ სააკაშვილის ორგანიზებული აქციის პირდაპირ ტრანსლირებას ახდენდა, კვლავ ბლოკირებულია

უკრაინული ტელეარხი, რომელიც გუშინ სააკაშვილის ორგანიზებული აქციის პირდაპირ ტრანსლირებას ახდენდა, კვლავ ბლოკირებულია

Published on

    უკრაინული ტელეარხი NewsOne-ის წამყვანმა დიანა პანჩენკომ ტელეარხის სახელით უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს და შს მინისტრს არსენ ავაკოვს ფსევდოაქტივისტებისგან სიტყვის თავისუფლების დაცვის მოთხოვნით მიმართა.„პატივცემულო მაყურებლებო, ჩვენი ტელეარხი ბლოკირებულია. ჩვენი თანამშრომლები შეშინებულნი არიან, მაგრამ ეთერი გრძელდება. ჩვენ მივმართავთ უკრაინის პრეზიდენტს და შს მინისტრს და მოვითხოვთ პირად კონტროლზე აიყვანონ სიტყვის თავისუფლების ნებისმიერი ხელყოფა“, – განაცხადა ტელეარხის წამყვანმა. გუშინ საღამოს 150-ზე მეტმა ადამიანმა იმ შენობის ერთ-ერთი მისასვლელის ბლოკირება მოახდინა, რომელშიც ტელეარხი NewsOne მდებარეობს. ერთ-ერთმა რადიკალმა ალექსეი სერდიუკმა განაცხადა, რომ აქცია იქამდე გაგრძელდება, ვიდრე არხის მფლობელი ევგენი მურაევი ბოდიშს არ მოიხდის ზეციური ასეულის წინაშე (2014 წელს მაიდანის მოვლენებისას დაღუპულები).გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ ტელეარხი ანტიუკრაინულ საქმიანობაშია ჩართული და შესაბამისად, არხის სარედაქციო პოლიტიკა უნდა შეიცვალოს.ტელეარხის რედაქცია კი თავის მხრივ, ამ მოვლენებს იმას უკავშირებს, რომ მხოლოდ NewsOne ახორციელებდა გუშინ კიევში მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებული აქციის ტრანსლირებას, რომელზეც პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტს ითხოვდნენ. 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...