მთავარისიახლეებისამართალითბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი, რომელიც ამ დრომდე მიმალვაში იმყოფებოდა,...

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი, რომელიც ამ დრომდე მიმალვაში იმყოფებოდა, საგამოძიებო უწყებას ჩაბარდა

Published on

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი, რომელიც ამ დრომდე მიმალვაში იმყოფებოდა, საგამოძიებო უწყებას ჩაბარდა. 
ძებნილი გ.ჯ. შინაგან საქმეთა სამინისტროში მცირე ხნის წინ გამოცხადდა. 
 
ბრალდებულის ადვოკატის  ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, ოჯახმა ახლახან დაადგინა ბრალდებულის ადგილსამყოფელი და მყისიერად მიიღო გადაწყვეტილება, რომ გ.ჯ. საგამოძიებო ორგანოში წარედგინათ, რათა  ბრალდებულმა ითანამშრომლოს გამოძიებასთან და დაეხმაროს საგამოძიებო ორგანოებს ნათელი მოეფინოს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებულ ყველა დეტალს.
 
გ.ჯ.-ს დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. დაპატიმრებულია კიდევ ერთი არასრულწლოვანი, რომელიც განზრახ მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ მომხდარიდან რამდენიმე საათში ცხელ კვალზე დააკავა. 
 
 შსს– ს  მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გარდა არასრულწლოვნებისა, ასევე დაკავებულია სამი პირი დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობისთვის.
, უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემ პირთა წრე გაიზარდოს. 

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...