მთავარისიახლეებიკულტურასცენაზეა ,,სადადიანო'' , ანსამბლი საუკუნოვანი ისტორიით

სცენაზეა ,,სადადიანო” , ანსამბლი საუკუნოვანი ისტორიით

Published on

ქორეოგრაფიული ანსამბლი ,, სადადიანო " განახლებული პროგრამით წარდგება  საიუბილეო კონცერტზე,  რომელიც ხვალ გაიმართება ზუგდიდში,  კულტურის ცენტრ ,,ოდიშის" საკონცერტო დარბაზში.

როგორც ანსამბლის ხელმძღვანელობა ,,ოდიში ნიუსის'' ჟურნალისტთან ბექა ლაგვილავასთან საუბარში აღნიშნავს,  საიუბილეო შემოქმედებითი საღამო ერთგვარი რეტროსპექტივა და შეჯამებაა ანსამბლის  მიღწევებისა მრავალი ათეული წლის მანძილზე და წარმოჩენა მისი დღევანდელობისა, რომელსაც წინამორბედი თაობების გამოცდილების გათვალისწინებითა და  თანამედროვე ხედვით ქმნის საკუთრივ ამჟამინდელი შემადგენლობა.

აღსანიშნავია, რომ ხვალინდელი კონცერტი ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელის,  ცნობილი ქორეოგრაფის გურამ ნარმანიას იუბილესაც ეძღვნება, იგი მრავალი ათეული წელია მოღვაწეობს ამ სფეროში და თანამედროვე ქორეოგრაფთა წრეში აღიარებულია როგორც საკუთარი ხელწერით გამორჩეული ხელოვანი.

ხვალინდელ კონცერტზე ანსამბლი ,,სადადიანო''  საათნახევრის განმავლობაში  გააცოცხლებს  საქართველოს სხვადასხვა კუთხის საცეკვაო ხელოვნებას მთელი თავისი მრავალფეროვნებით და ბევრ სიახლეს პირდება მაყურებელს, ახალ პროგრამაშია შეტანილია ახალი ქორეოგრაფიული ნახაზითა და ვარიაციებით გამდიდრებული ტრადიციული ცეკვები, როგორც ეს ამ დასისთვის არის დამახასიათებელი მისი საუკუნოვანი ისტორიის მანძილზე. კონცერტი 17:00 საათზე დაიწყება 

 

სიახლეები

რუსეთის ნოვგოროდის ოლქზე იერიშის შედეგად, სავარაუდოდ, საავიაციო სარემონტო ქარხანა დაზიანდა

9 ნოემბრის ღამეს უკრაინამ რუსეთის ნოვგოროდის ოლქის ქალაქ სტარაია-რუსაზე იერიში მიიტანა. OSINT-არხების ცნობით, თავდასხმის...

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა 75 წლის ასაკში მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა....

სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მათივე...

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები იწყება

უკრაინის დელეგაცია უკვე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, სადაც 10–11 ნოემბერს ომის დასრულების გზებსა და...