მთავარისიახლეებიპოლიტიკაპოროშენკოს რეჟიმი NewsOne -ის ჯერ დაბლოკვას, ახლა კი განბლოკვას ითხოვს და გამწარებით...

პოროშენკოს რეჟიმი NewsOne -ის ჯერ დაბლოკვას, ახლა კი განბლოკვას ითხოვს და გამწარებით უღრენს მიხეილ სააკაშვილს და მის ,,უტიფარ” მხარდამჭერებს

Published on

გუშინ საღამოს 150-ზე მეტმა ადამიანმა კიევში  იმ შენობის ერთ-ერთი მისასვლელის ბლოკირება მოახდინა , რომელშიც ტელეარხი NewsOne მდებარეობს. ნიღბიანმა  აქტივისტებმა იქ მიიტანეს სილით სავსე ტომრები და ეკლიანი მავთულხლართები. ამ რადიკალური ჯგუფის ერთერთმა  ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსეი სერდიუკმა განაცხადა, რომ აქცია იქამდე გაგრძელდება, ვიდრე არხის მფლობელი ევგენი მურაევი ბოდიშს არ მოიხდის 2014 წელს მაიდანის მოვლენებისას დაღუპულების წინაშე.  მან განაცხადა, რომ ტელეარხი ანტიუკრაინულ საქმიანობაშია ჩართული და შესაბამისად, არხის სარედაქციო პოლიტიკა უნდა შეიცვალოს.
 
 
ტელეარხის რედაქცია  თავის მხრივ, ბლოკირებას  უკავშირებს იმას, რომ მხოლოდ NewsOne ახორციელებდა გუშინ კიევში მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებული აქციის ტრანსლირებას, რომელზეც პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტს ითხოვდნენ.
 
 
 
მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ბლოკირება უკრაინის პრეზდენტის პეტრო პოროშენკოს ბრძანებით მოხდა. 
მისი თქმით, პოროშენკოს ბრძანებით ვიღაც ტიტუშკები მიცვივდნენ  NewsOne – თან, რომ ასე დასაჯონ ტელეარხი, ასე ჩაახშონ სიმართლის ხმა – ეს აქცია პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, რომ მხოლოდ ამ არხმა გაბედა იმპიჩმენტის მარშის ტრანსლირება, რაზეც უარი თქვა ყველა სხვა არხმა.
  
,,მე არ მიყვარს  NewsOne – ის მფლობელები, მე ისინი არცთუ კარგ ადამიანებად მიმაჩნია, მაგრამ… ეს ერთადერთი მედიასაშუალებაა, რომელიც ახლა კიევის ცენტრში მდგარი ხალხის  განწყობებს ასახავს , ბლოკირების ორგანიზატორებს ერთი მიზანი აქვთ  – გადაუკეტონ გზა ინფორმაციას უკრაინს მოქალაქეთა სულისკვეთების შესახებ''-  განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, როგორც კი გავრცელდა ინფორმაცია ნიუს უანთან  დაწყებული ბლოკირების შესახებ – მე ახლა მივდივარ იქ, რომ გავწმინდო ეს არხი''. 
 
 
მას შემდეგ, მაიდანზე დაღუპულთა ხსვნით სპეკულირებამ არ გაჭრა და მთელი უკრაინა ალაპარაკდა ბლოკირების ჭეშმარიტი მიზეზის შესახებ, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა რადიკალებს თხოვნით მიმართა, ტელეარხ NewsOne-თან მიმდებარე ტერიტორიაზე ბლოკირება მოხსნან. 
 
„მივმართავ პროტესტის მონაწილეებს, ტელეარხ NewsOne-ის ბლოკირება უნდა შეწყდეს. არ არის საჭირო უტიფრებისგან მსხვერპლის შექმნა“, – დაწერა ავაკოვმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე და  ამავდროულად აღნიშნა, რომ პოლიცია რეაგირებას მოახდენს კომპეტენციის ფარგლებში.
 
ამასთან, არსენ ავაკოვმა ტელეარხ NewsOne-ის მფლობელს, პარლამენტის წევრს ევგენი მურაევს პროვოკატორი უწოდა. „არხის მფლობელებმა და რედაქტორებმა უნდა შეწყვიტონ ხალხის პროვოცირება“, – აღნიშნა ავაკოვმა. 
 
მოსახდენი კი უკვე მოხდა. NewsOne მა ამ ტრანსლირებით ჩაშალა  ხელისუფლების ყველა მცდელობა მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებული ,,იმპიჩმენტის მარშის'' მონაწილეთა რაოდენობა 300 – 500 – მდე ,,დაეყვანა'' მარშის დაწყებამდე შეკრების ადგილზე დიდი ხნით ადრე მისული თითო ოროლა კაცის ფოტოების გავრცელებით, რომელიც, სამწუხაროდ, ქართული მედიის ნაწილმაც აიტაცა. მთელმა ქვეყანამ ნახა, ქუჩაში გამოსული ათასობით ადამიანი, და აღიარა, რომ ასეთი ხალხმრავლობა მაიდნის შემდეგ კიევის საპროტესტო აქციებზე არ ყოფილა.
 
 
 
 
 
 
 

სიახლეები

მიხეილ სააკაშვილი ციხეში დააბრუნეს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს. „როგორც საზოგადოებისთვის...

EU-ის წევრი ქვეყნების ელჩებმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირეს

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირეს. საუბარია ახალ წესებზე, რომლის...

სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი 7 დღით პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი 7 დღით პატიმრობაში გაუშვა - გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ...

პროკურატურამ გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლის დევნა დაიწყო

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ექს-პრემიერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. როგორც საგანგებო ბრიფინგზე, მთავარმა...