მთავარისიახლეებისაზოგადოება"პროკურატურის მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანის შვილმა დანაშაული დამალა... ის თანამონაწილეა დანაშაულის" - ზვიად...

“პროკურატურის მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანის შვილმა დანაშაული დამალა… ის თანამონაწილეა დანაშაულის” – ზვიად კუპრავა

Published on

"სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება, რომელსაც ორი მოსწავლის სიცოცხლე ემსხვერპლა. განცხადებას კუპრავა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ავრცელებს.საუბარია გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ დაპირისპირებაში მონაწილე ერთ-ერთი მოზარდის მამა, პროკურატურის მაღალჩინოსანია.კუპრავას ინფორმაციით, საუბარია პროკურატურის თანამშრომლის მირზა სუბელიანის შვილზე, რომელიც ბრალდებულის ნათესავია. მისივე თქმით, სუბელიანის შვილმა, დამალა ინციდენტი, დეიდაშვილს თანასკოლელები ე.წ. "რაზბორკაზე" დააბარებინა შემდეგ კი ასევე დამალა მკვლელობა.ზვიად კუპრავა წერს რომ მკვლელობის ადგილზე მირზა სუბელიანის შვილი იმყოფებოდა და ის დანაშაულის თანამონაწილეა.
 
"1) ფაქტია, რომ პროკურატურის მაღალ ჩინოსნის შვილმა დანაშაული დამალა.
 
2) ა. ს.- მ საკუთარ მამას პროკურატურის მაღალ ჩინოსანს მირზა სუბელიანს წინასწარი შეცნობით არ დაურეკა. არაფერი უთხრა მანდატურს. სკოლის ინციდენტი დამალა და ბოლოს ამ ყველაფრის სანაცვლო დაურეკა მის დანებით შეიარაღებულ დეიდაშვილს და თანასკოლელები რაზბორკაზე დააბარებინა.
 
3) მკვლელობის ადგილზე იმყოფებოდა თავად მირზა სუბელიანის შვილი ა. ს. და ის თანამონაწილეა დანაშაულის.
 
პ.ს. ვერ გააპრავებთ, ვერა! ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი! ორი ჩამქვრალი სიცოცხლე არავის არ უნდა შერჩეს!,"-წერს ზვიად კუპრავა.
 
მისივე ინფორმაციით, მირზა სუბელიანი დევნილთა მინისტრის სოზარ სუბელიანის ახლო ნათესავია და ის სოზარ სუბარის სასჯელაღსრულების მინისტრობის დროს, გენინსპექციის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
 
წყარო: პირველი რადიო
 

სიახლეები

ლაშა გაბიტაშვილს, რომელსაც დღეს დილით სამი ნიღბიანი პირი საკუთარ სახლთან თავს დაესხა ტვინის შერყევა აქვს

ლაშა გაბიტაშვილს, რომელსაც დღეს დილით სამი ნიღბიანი პირი საკუთარ სახლთან თავს დაესხა ტვინის შერყევა...

EPP “ოცნების” ლიდერების დანსაქცირებას ითხოვს

მასობრივი რეპრესიების ფონზე მოქმედებაზე გადადის დასავლეთიც. ბრიუსელი ოლიგარქის და მისი მსახურების მიმართ ახალ მიზნობრივ...

ივანიშვილის ოჯახის წევრებმა უნდა მიიღონ სანქციები და განიდევნონ დასავლეთიდან – უილსონი

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე პლატფორმა X-ზე ივანიშვილის ოჯახის წევრების სიას აქვეყნებს და წერს, რომ ისინი...

ლაშა გაბიტაშვილს ნიღბიანები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ

ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ - მას დაზიანებები სახის არეში ეტყობა. მომხდარის შესახებ გაბიტაშვილი სოციალურ ქსელში...