დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, სკოლამდელი და სკოლის გარეშე აღზრდის დაწესებულებათა კოორდინაციის სამსახურის კულტურის და ძეგლთა დაცვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი გიორგი ნ. დააკავეს.ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზე რიცხული მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით შესყიდვაში და შემდგომ მშენებლობის ნებართვის დაჩქარებული წესით გაცემაში დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა მიწის ნაკვეთის ღირებულების 10% – 24 000 ლარი, საიდანაც წინასწარ მოითხოვა თანხის ნაწილი – 8000 ლარი.სუს-ის ცნობით, 2017 წლის I დეკემბერს გიორგი ნ.-მ მოქალაქისგან ქრთამის სახით მოთხოვნილი 8000 ლარი აიღო, რა დროსაც ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სიახლეები
სიახლეები
ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...
სიახლეები
მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა
აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...
სიახლეები
სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა
სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...
სიახლეები
პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა
82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...