მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარლამენტმა მიმდინარე წლის საბიუჯეტო ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მიმდინარე წლის საბიუჯეტო ცვლილებებს მხარი დაუჭირა

Published on

მიმდინარე წლის საბიუჯეტო ცვლილებები სესიაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა, რომლის განცხადებით, ცვლილება ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია, რის შედეგადაც, ბიუჯეტში შემოსავლების გადაჭარბებას აქვს ადგილი.კაკურიძის თქმით, საბიუჯეტო პროექტის წინა განხილვის შემდეგ ჯამურ პარამეტრებში ცვლილებები არ განხორციელებულა და იგივე პარამეტრებია წარმოდგენილი: – საგადასახადო შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტში იზრდება 160 მილიონი ლარის ოდენობით, გრანტების მაჩვენებელი – 46,7 მილიონი ლარით, ხოლო სესხების ნაწილი მცირდება 176,7 მილიონი ლარის ოდენობით. ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე საუბრისას, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ აქ ჯამური ზრდა არის 305 მილიონი ლარი. მან დეპუტატებს გააცნო ინფორმაცია მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით დამატებითი ასიგნებების გადანაწილების თაობაზე: ეკონომიკის სამინისტროს ემატება 106 მლნ ლარი; სოფლის მეურნეობის სამინისტროს – 65 მლნ ლარი, მათ შორის ეს არის როგორც აზიური ფაროსანას, ასევე, სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციისთვის; ენერგეტიკის სამინისტროსთვის მატება 65 მლნ ლარს შეადგენს, მათ შორის 50 მლნ ლარი არის გაზიფიცირების სამუშაოებისთვის, ხოლო 15 მლნ ლარი დონორების მიერ დასაფინანსებელი პროექტების თანადაფინანსების ნაწილში; სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შემთხვევაში მატება არის 10 მლნ ლარი, ინფრასტრუქტურის სამინისტროს შემთხვევაში – 30 მლნ ლარი და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების თანხას ემატება 14 მლნ ლარი. შსს-ს ასევე 14 მლნ ლარი ემატება, დევნილთა და განსახლების სამინისტროს – 15 მლნ ლარი, საგარეო საქმეთა სამინისტროს – 5 მლნ ლარი. რაც შეეხება შემცირებებს, საერთო სასამართლოებისთვის განსაზღვრული ასიგნებები მცირდება 10.0 მლნ ლარით. აღნიშნული თანხა გათვალისწინებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის ახალი შენობის მშენებლობისთვის. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, ხოლო შენობის მშენებლობა 2018 წელს დაიწყება. საშინაო ვალების მომსახურების ნაწილში პროცენტის თანხა მცირდება 9,9 მლნ ლარით. 
 

სიახლეები

მტკიცედ ვდგავართ დამოუკიდებელი მედიის გვერდით,-ჰერჩინსკი

მტკიცედ ვდგავართ დამოუკიდებელი მედიის გვერდით და მოვუწოდებთ, შეწყდეს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ფუნდამენტურ უფლებებზე სისტემატური...

ნიკა მელიას ბრალი წარუდგინეს – პროკურატურის განცხადებით, პოლიტიკოსს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა- მას 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურის...

“ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსი ტყის საფარისგან სრულად გაწმენდილია” – ნინო ბურჭულაძე

„ მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ აგრძელებს დმანისის, ბოლნისის და თეთრიყწაროს მუნიციპალიტეტებში სამთოწარმოების არეალის მიმდებარედ კულტურული...

აქტივისტი ნინო დათაშვილი დააკავეს

აქტივისტი ნინო დათაშვილი, რომელზეც რამდენიმე დღის წინ შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, დააკავეს. შსს-ს მიერ...