მთავარისიახლეებიმსოფლიონიუ იორკის ქუჩებში უკვე საზეიმო განწყობაა

ნიუ იორკის ქუჩებში უკვე საზეიმო განწყობაა

Published on

ნიუ იორკის ქუჩებში უკვე საზეიმო განწყობაა. როკფელერის ნაძვის ხის განათების შემდეგ, საშობაო დეკორაციები მეგაპოლისის მაღაზებმა და უმსხვილესმა სავაჭრო ცენტრებმა გაანათეს.ნაძვის ხეებისა და განათებების გარდა, დარბაზებში და მაღაზიების ვიტრინებში ზღაპრული ინსტალაციების ნახვაა შესაძლებელი. მათ შორის არიან ცნობილი ზღაპრული პერსონაჟები და სცენები საბავშვო ფილმებიდან "ფიფქია და შვიდი ჯუჯა" და "დიდებული შოუმენი".საშობაო დეკორაციების ტრადიცია ნიუ იორკში უკვე ათწლეულებია არსებობს. ცნობილი სავაჭრო ცენტრები და ბრენდული მაღაზიები საუკეთესო ინსტალაციების შექმნაში ერთმანეთს ეჯიბრებიან და მუშაობას ახალ წლამდე, სულ მცირე, 6 თვით ადრე იწყებენ.საუკეთესო დეკორაციას კი ნიუ იორკელები ონლაინ კენჭისყრით ირჩევენ.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...