მთავარისიახლეებისაზოგადოებამესტიაში ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ

მესტიაში ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ

Published on

სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობის ორგანიზებით, მესტიაში აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მესტიაში ჭალაჰესის მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ. ისინი ჭალაჰესის მშენებლობას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ჭალაჰესი სვანეთის კულტურულ მემკვიდრეობებს დაანგრევს.აქციაზე მესტიის გამგებლის მოადგილე მივიდა. ის აცხადებს, რომ კულტურულ ძეგლებს პრობლემები არ შეექმნება. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს აქცია მართულია.მესტიაში მცხოვრები მოსახლეობა აღნიშნავს, რომ ჰესების მშენებლობა იმ შემთხვევაში იქნება გამართლებული, თუ შესაბამისი დასკვნა იარსებებს, რომ კულტურულ მემკვიდრეობებს ზიანი არ მიადგება.მათი თქმით, მშენებლობა გარკვეულწილად კარგია, რადგან დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება. თუმცა, ადგილობრივები აცხადებენ, რომ ჰესის მშენებლობისთვის მოძრავმა სატვირთო მანქანებმა გზები გააფუჭეს.ადგილობრივები ჰესის ამუშავების შემდეგ მაღალ ტენიანობას არ გამორიცხავენ და კომპენსაციებს მოითხოვენ.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...