16 წლის მოზარდი სისხლის შედედების დარღვევით გარდაიცვალა.

0
464
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ავთანდილ იმედაძის განცხადებით, 16 წლის მოზარდი სისხლის შედედების დარღვევით გარდაიცვალა. როგორც იმედაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტს განუვითარდა ე.წ. "ДВС სინდრომი"."სამწუხაროდ, მიღებული ზომების მიუხედავად, პაციენტი გარდაიცვალა. განვითარდა ე.წ. დევეეს სინდრომი, რომელიც არის სისხლის შედედების ფაქტორების განლევა. ოპერაციის შემდეგ იყო გააქტიურებული აღნიშნული სინდრომი. ეს არის სისხლის შედედების დარღვევა, ანუ როცა ვერ ხდება სისხლის შედედება და იყო მასიური სისხლდენა. ეს ფაქტორი ჩვენთვის მოსალოდნელი იყო. ეს სინდრომი ვითარდება, როცა არის მასიური სისხლის დანაკარგი. ეს სინდრომი ვერ იქნა დაძლეული და პაციენტი გარდაიცვალა", – განაცხადა იმედაძემ. შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მეორე მოზარდი დღეს გარდაიცვალა.
 
წინა სტატიახორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიამესტიაში ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური